დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები კომიტეტებში კვოტების ხელახალი განაწილების საკითხზე და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებეზე იმსჯელებენ.
პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა კვოტების ხელახალ გადანაწილებას ითვალისწინებს.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებსა და დელეგაციების მოხსენებებზეც ისაუბრებენ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა. კომიტეტებში კვოტების ახალი გადანაწილება უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შექმნამ განაპირობა. უმრავლესობის ფარგლებში შექმნილი ფრაქციებისთვის კვოტები შემდეგნაირად გადანაწილდება: ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ყველა კომიტეტში მოაკლდება ორი კვოტა და ისინი ახლად შექმნილ ფრაქციებს თითო-თითო კვოტით გადაუნაწილდებათ.