კვირა, აპრილი 27, 2025

დღევანდელ აქცია-მსვლელობაზე სტუდენტებმა პროკურატურასთან მიმართვა წაიკითხეს – გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს

ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს, – ამის შესახებ დღევანდელი აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა პროკურატურასთან განაცხადეს, სადაც სტუდენტებმა საკუთარი მიმართვა წაიკითხეს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა.

„მალე საქართველო სრულ კრიზისში აღმოჩნდება. გამოსავალი არის ძალების კონსოლიდირება. ერთიანი ძალა შევქმნათ, რომელიც დაამარცხებს „ქოცების“ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვის ვებრძვით: არჩევნების გაყალბების შემდეგ საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დაამყარა ავტორიტარიზმი, ქვეყანას მართავს რუსული ტიპის რეჟიმი. ერთადერთი გამოსავალი მათი ერთობლივი ძალებით ქვეყნიდან გაძევებაა. ხედავთ, როგორ აწყობენ ცირკს სასამართლოებში. „ქართული ოცნება“ აპირებს მოქალაქეების წლობით ციხეში გამოკეტვას. გააუქმებენ ყველა თავისუფალ პარტიას, ყველა კრიტიკულ მედიას. მოსპობენ სამოქალაქო სექტორს, ყველა მოქალაქეს დევნა და დაპატიმრება გველის, თუ არ ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ და უშიშრად. გახსოვდეთ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული. ყველამ კარგად გაიგოს და მოისმინოს: ქართველი ხალხის მოთხოვნა არის შემდეგი, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ „ქართული ოცნება“ სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს. ჩვენი მოთხოვნა უნდა მოისმინონ ოპოზიციურმა პარტიებმაც და შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს და არავითარი ვაჭრობა და მოლაპარაკება „ქართულ ოცნებასთან“. გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. ერთობის გზა აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, – აცხადებენ სტუდენტები.

დღეს, მეტროსადგურ დიდუბიდან საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო – რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება მალე უნდა დაიდოს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება მალე უნდა დაიდოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში შეეცდება, განსაზღვროს, გააგრძელებს თუ არა შუამავლის როლს.„ეს მალე უნდა მოხდეს. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ დროისა და რესურსების დათმობას ამ ძალისხმევისთვის, თუ ის ნაყოფს არ გამოიღებს. ეს კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც გადავწყვეტთ, არის თუ არა ეს ისეთი საქმე, რომელშიც აღარ გვინდა ჩართულობა, ან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის დროა“, – განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, ვაშინგტონი თავს იკავებს რუსეთზე სანქციების დაწესებისგან, რათა დიპლომატიას შესაძლებლობა მისცეს, იმუშაოს, თუმცა აღნიშნა, რომ ტრამპს აქვს ვარიანტები ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებას წინააღმდეგობას გაუწევს.„თუ ეს არ მოხდება, არ გამოიღებს ნაყოფს, მაშინ, როგორც სახელმწიფოს, გვაქვს ვარიანტები იმათთვის, ვისაც პასუხისმგებლად მივიჩნევთ იმაში, რომ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ჯერჯერობით გვირჩევნია, ამ ეტაპამდე არ მივიდეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დიპლომატიის კარს დახურავს. არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რეალისტურობის საფუძველიც. ახლოს ვართ, მაგრამ საკმარისად ახლოს არ ვართ“, – აღნიშნა რუბიომ.

ირაკლი კობახიძე – ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, ბუნებრივია, ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საკმაოდ რეალური იქნება ამაზე ფიქრი, კერძოდ, 2030 წლისთვის  ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, ასევე – ეკონომიკას და ზოგად მზაობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს ყველა კუთხით“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს განაგრძობენ. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაწერა.„მრავალ მიმართულებაზე სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მხოლოდ ამ დღის ნახევარში ჩვენს პოზიციებზე რუსული ჯარების თითქმის 70 შეტევა განხორციელდა. ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტი აგრძელებს შეტევის მცდელობას“, – აღნიშნავს ზელენსკი.უკრაინის ლიდერის ცნობით, შეტაკებების უმეტესობა პოკროვსკის, კრამატორსკის, ლიმანსკისა და კურსკის მიმართულებით მიმდინარეობდა.„ჩვენი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით მოქმედებებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.მისი თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაცია და რუსეთის არმიის რეალური აქტიურობა ადასტურებს, რომ ომის დასასრულებლად მსოფლიოს ამჟამინდელი ზეწოლა რუსეთზე საკმარისი არ არის.„საჭიროა უფრო საგრძნობი ზეწოლა რუსეთზე, რათა უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს რეალურ დიპლომატიას. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.შეგახსენებთ, რომ გუშინ ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქზე რუსეთის არმიის მიერ კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის გენშტაბმა უარყო.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, დოლარში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გაიზარდა, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში...

განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.“ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიღწევს მიაღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართივდება შესაბამისი პაკეტები,”- განაცხადა პრემიერმა.

🥇 საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში დასრულებული ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასიო ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლებს ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ.

ბოლო სიახლეები