საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, დუშეთში წყალმომარაგების სამუშაოები დაასრულა. სასმელი წყლის პრობლემა 12 453 მოუგვარდა.
წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებით და რესურსით განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე სადრენაჟე სისტემა.
წლების განმავლობაში, გაზაფხულზე, წყალმცირობის პერიოდში ქ.დუშეთსა და დაბა ჟინვალს წყალი დღეგამოშვებით – 6 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების შედეგად დუშეთში სათავე ნაგებობაზე წყლის დებიტი გაიზარდა.