პარასკევი, ივნისი 6, 2025

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.

გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნანუკა გულუა მესამე შვილის დედა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილს

ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა, მესამე შვილის დედა გახდა."მადლობა ჩემო კეთილო ადამიანებო! ულამაზესი კირა კაშია დაიბადა",-წერს ნანუკა გულუა.

იაგო ხვიჩია – ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი წინასაარჩევნო პერიოდში, მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს და ამის ბრალია

ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქეთ გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, ოპოზიციას ახლა ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული.„ვფიქრობ, ახლა ოპოზიციას ყველაზე ცუდი ტაქტიკა აქვს არჩეული, რომ ორმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა და ორმა, ვინც მონაწილეობს, იმათ აგინოს. მგონი, ეს ყველაზე უარესი ამბავია. მეხუთე პრეზიდენტი თუ მართლა გულწრფელად არის მომხრე, რომ  არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა გავიდეს არჩევნებზე, უფრო ომახიანი უნდა იყოს მოწოდებაში და უფრო კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს „ლელოს“, ნუ დაარღვევს ძვირფას ოპოზიციურ ერთობას. დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მთავარი სტიმულატორი არის ის, რომ არჩევნებზე „ლელო“ გავიდეს საპატიო მეორე ადგილზე, თუმცა ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამის მიმართ. ნაცვლად შემოკრებისა, „ლელოს“ იქით გაურბის ხალხი ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მგონი, ცოტა წუწკად ხარჯავენ ფულს „ლელოში“ და ამის ბრალია. ამ ტაქტიკით ვერ მიაღწევენ მიზანს, რაც არ უნდა მიზანი ჰქონდეთ. ჩემი აზრით, მეტი უნდა დახარჯონ, უფრო ხელგაშლილი უნდა იყოს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტია, რომელსაც ბევრი ფული აქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რატომ შეიცვალა „ლელომ“ პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ხვიჩიამ აღნიშნა:„ჩვენ პარტიაში გვაქვს განსხვავებული აზრი, სულ ორი ვერსია შეიძლება, იყოს. ეს მოგდის მაშინ, როცა ან სულელი ხარ ან მოსყიდული. „ლელოს“ შემთხვევაში რთულია, ცალსახად თქმა, რადგან ფული თავისიც აქვს „ლელოს“, მაგრამ მეორე არგუმენტს, ან ერთი ან მეორე, ან მესამე ვერ დაემატება, გამორიცხულია. ზოგადად, ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემა ის არის, რომ ერთმანეთს როდესაც შორდებიან პოლიტიკური კოალიციები თუ პარტიები, ამის მიზეზებზე არ ლაპარაკობენ. გეგონება, ეს იყოს პირადი დაშორება და არა პოლიტიკური და არ იყოს ვალდებულება, რომ საზოგადოებას აუხსნა, რა გქონდა ადრე საერთო, რამ გაგყო ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, როცა ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ვამზადებდეთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ, დიდ ქალაქებში მაინც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თეა წულუკიანი – მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო

მინდა, მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს, მოგვმართეთ, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.მისი თქმით, აუქციონის გზით ბიზნესმენებს ნანგრევების შეძენას დიდ თანხად ავალებდნენ. თეა წულუკიანის თქმით, ამ მეთოდის კვლევა უნდა გაღრმავდეს.„რამდენიმე განცხადებაა შემოსული და მინდა, ბატონი ვალერი შოშიაშვილის მსგავს სიტუაციაში მყოფ ყველა ბიზნესმენს მოვუწოდო, რომ ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, მოგვმართეთ. კახეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა „შეფობა“ აღებული და ითვლებოდა კახეთის აღმშენებლად იმ მეთოდით, რაც ბატონმა ვალერმა აღწერა; ახალციხე, რომელზეც მეორე ბოსი იყო ვანო მერაბიშვილი. სწორედ ასეთი მეთოდებით აუქციონებზე ნანგრევებს შეაძენინებდნენ ბიზნესმენებს დიდ თანხად, შემდეგ, როგორც თავად ამბობდნენ, ამ თანხებს რეგიონების აღსაშენებლად იყენებდნენ. განცხადების სახით ამის რამდენიმე მაგალითია შემოსული. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თანხებს სხვა რაღაცაში იყენებდნენ. რაბათის მშენებლობისთვის რომც გამოეყენებინათ, რითიც იმართლებდა ხოლმე თავს ბატონი ვანო მერაბიშვილი, ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც სახელმწიფო უნდა აშენებდეს ძეგლს თუ ობიექტს. ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ასეთი მეთოდის კვლევა. ეს პირველი მაგალითია, რაც საჯაროდ გამოვიდა და კიდევ მეტად შემზარავია, ვიდრე ნოტარიუს ციური ბერიძესთან სტუმრობა, რომელიც პატრიოტებს ვერ იგერიებდა, როგორც თავად ბრძანა, და სახელმწიფოზე ქონებებს ღამით აფორმებდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები