ორშაბათი, მაისი 19, 2025

დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება – ბრძოლა თითოეული ხმისთვის, ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს, არცერთი ნაბიჯით უკან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.

„ყველაფრისთვის თამაში ახლა იწყება. ძლიერი ბრძოლა თითოეული ხმისთვის. ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს. სწორედ ამიტომ, არცერთი ნაბიჯით უკან“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ჯაფარიძე – მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ

მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.„წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული რაღაც უგუნური განცხადებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა.ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა რამდენჯერმე თეა წულუკიანის მოსვლა აქ, რომ აეხსნა, რა უნდა საერთოდ, რატომ მეძახის რაღაც მასკარადში. ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი, რამდენჯერმე გავასაჩივრეთ ეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

ნონა გაფრინდაშვილი – 2011 წლის 26 მაისს რაც გადავიტანეთ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე ამას ვუწოდებ სასაკლაოს, რადგან იქ რაც...

ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს, 26 მაისს, ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ვუწოდებ სასაკლაოს რადგან იქ რაც მოხდა, იმას ვერავინ წარმოიდგენდა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა.ნონა გაფრინდაშვილის თქმით, აქციის მონაწილეებისთვის გასაქცევიც არ ჰქონდათ დატოვებული.„ბევრი აქცია ჩატარებულა, 9 აპრილიდან დაწყებული, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არცერთ აქციაზე არ ყოფილა. ჩაკეტილი იყო, სამი კორდონი იყო ჩვენ ირგვლივ იმ დღეს. გასასვლელიც არ იყო დატოვებული. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ეს საშინელება, რომ, კი, მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ ხალხს გასაქცევი ჰქონდა და აქ არ ჰქონდა. რაღაც ჯგუფი მუშაობდა სახალხო კრების შექმნასთან დაკავშირებით, პატივცემული ადამიანები იყვნენ იმ ჯგუფში და ეძახით მათ, ვინც ცოცხლები არიან. ჩემთვის პატივი იყო იმ ადამიანების გვერდით დგომა. და ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით იდგა ყველა აქციაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობდით. როდესაც საკნების აქცია აიღეს, მაშინ დაწყნარდა სიტუაცია. ამ სადისტური რეჟიმის დროს, არ შეიძლებოდა, ჩუმად ყოფილიყო საქართველო და მუხტის ასამაღლებლად, შეიქმნა სახალხო კრება. ეს რომ არ მომხდარიყო, დღეს საქართველო შეიძლება არც ყოფილიყო.არცერთ აქციაზე, რომელიც ჩვენ მიერ არის ჩატარებული, იქნებოდა რეგიონებში, თუ თბილისში, ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა. ვინც ვიყავით სცენაზე, ისინი ვლაპარაკობდით, ვყვებოდით იმას, რაც ხდება, უბედურებები, არ ჩამოვთვლი აქ, ყველა იმეორებს ერთსა და იმავეს – წამებები, ჩაცხრილვები, დაჭერები უბრალოდ ადამიანების მოსმენისთვის, რომლებსაც გზაზე ხვდებოდნენ და იჭერდნენ. უამრავი ასეთი სიტუაცია იყო. მარტო ვლაპარაკობდით ჩვენ და იქ ვინც მოდიოდა, ხალხი მოდიოდა თავისი სურვილით, არ გვიმუშავია ნათესავებშიც კი, გინდა თუ არა ჩვენ გვერდით დამდგარიყო. მსგავსი არაფერი ხდებოდა, რადგან ეს დემოკრატიაა და ადამიანი თავისი სურვილით უნდა გამოვიდეს ასეთ აქციებზე. შეუძლებელია, სხვანაირად შეხედო ამას. მიუხედავად იმისა, მეგობრები იყვნენ, ნათესავები, თუ არა, რომლებიც საერთოდ არ მოსულან არცერთ აქციაზე, ამით არავითარი ურთიერთობები არ დარღვეულა. ეს მათი გადასაწყვეტი იყო. ზოგს ნერვები არ ჰქონდა, ზოგს შიშის გრძნობა ჰქონდა, ზოგს საერთოდ არ უნდოდა ჩარევა რაღაცაში. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან“, – აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე – მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ

მოლოდინი არის, რომ სავარაუდოდ დამაკავებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.„წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული რაღაც უგუნური განცხადებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა.ჩემმა ადვოკატმა მოითხოვა რამდენჯერმე თეა წულუკიანის მოსვლა აქ, რომ აეხსნა, რა უნდა საერთოდ, რატომ მეძახის რაღაც მასკარადში. ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი, რამდენჯერმე გავასაჩივრეთ ეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში გავიდა, ამ მიღწევით კი პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 132-ე ადგილზეა.საფრანგეთში გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ჯოვანი მპეტში პერიკართან სამ სეტში, 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა, თუმცა 90 სარეტინგო ქულას მოუყარა თავი.ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში დარჩება და წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.ფოთში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც წვიმა იქნება. +20 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში იწვიმებს.თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ბოლო სიახლეები