პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან მიმართებით ახლა უკეთესი პოზიციები აქვს.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ახლა თქვენი პოზიცია რუსეთის მიმართ ბევრად უკეთესია. თქვენ უფრო ძლიერი კარტები გაქვთ“, – განაცხადა ტუსკმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ევროპამ დიდი როლი ითამაშა უკრაინის მხარდაჭერაში.
„ევროპამ ლიდერობა გამოავლინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პოზიციაა. მადლობა, რომ მხარი დაგვიჭირეთ. პოლონეთმა მხარი დაგვიჭირა და ჩვენ გავიგონეთ თქვენი ხმა სწორ და არასწორ გადაწყვეტილებებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკსაც შეხვდა და პოლონეთის პარლამენტს ეწვია.

