ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

დონალდ ტრუსკი – როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, ევროპა მზად არის, დაეხმაროს მათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში

როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

ტუსკი უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების საუდის არაბეთში გამართულ დღევანდელ მოლაპარაკებებს ეხმაურება.

„როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მშვიდობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ევროპა მზად არის, დაეხმაროს მათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში“, – წერს დონალდ ტუსკი.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მნიშვნელოვანია დიპლომატიური მისია სრულად ფუნქციონირებდეს, ეს არის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის, რაც შეიძლება მალე იყოს არა მხოლოდ აშშ-ში ელჩი, ზოგადად, ელჩების...

"საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად და ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.შალვა პაპუაშვილი აშშ-ში "მეგობარი აქტის" განხილვის გადადების საკითხსაც ეხმაურება."საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად და ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში. ამ ურთიერთობის გაფუჭებაც, სამწუხაროდ, მოხდა სწორედ წინა ადმინისტრაციის ხელით და მიზეზით და ამის გამოსწორებაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ. ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ზემოქმედება იმაზე, თუ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ, ამას აქტს დაუძახებს ვინმე თუ სხვას, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ქართული საზოგადოება ამას შეჩვეულია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.აქვე, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არ ჰყავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, არა მარტო შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ელჩები იყვნენ წარმოდგენილი."თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მისია სრულად ფუნქციონირებდეს. ამიტომ, თავისთავად, ესეც არის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად, ელჩების დანიშვნა. იცით, რომ ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს საბოტაჟი ჰქონდა ამ მხრივაც, არ ნიშნავდა ელჩებს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ წლებია არ ვიყავით წარმოდგენილი ელჩით, იმიტომ რომ ქალბატონ ექსპრეზიდენტს ჰქონდა საკუთარი წარმოდგენები ქვეყანასთან დაკავშირებით", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

სოზარ სუბარი: ლორა თორნტონი უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად არ მოხდეს ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს არ მოხდეს მისი ქვეყანაში შემოშვება.მისივე თქმით, ლორა თორნტონი მის მიერ გაკეთებული დანაშაულებრივი მოწოდებების გამო საქართველოში პერსონა ნონგრანტად უნდა გამოცხადდეს.„როცა ლორა თორნტონი ამბობს, რომ დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და ენჯეოებია, ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ამაში? რომელ ქვეყანას გულისხმობს? იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რასაც აკეთებს ახალი ადმინისტრაცია. მათ თქვეს, რომ ენჯეოები არიან დამნაშავეები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე აწყობენ რევოლუციებს, ჩადიან უამრავ დანაშაულს და მათი საქმიანობა უნდა იქნეს გამოძიებული. ზუსტად იმავეს ამბობს ამერიკის ადმინისტრაცია ამერიკაში მოქმედ ძალიან ბევრ მედიაზე. იგივე სტანდარტია ჩვენთანაც.დავალებები, რომელსაც ლორა თორნტონი აძლევს აქაურ აგენტურას არის დანაშაულებრივი. ის ამბობდა, რომ „თუ არ იქნება მსხვერპლი და ხალხი ქუჩაში არ გამოვა ხელისუფლებას ვერ შეცვლით“ - ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონგრანტად. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ვითხოვ კატეგორიულად, რომ ამ ადამიანის შემოშვება საზღვარზე არ მოხდეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შალვა პაპუაშვილი-უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.როგორც შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პარტნიორები საქართველოსგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან, რაც გასაკვირია."უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება. ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო

რუსეთისთვის ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და ეს დამანგრეველი იქნება, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, მსურს, მშვიდობა ვიხილო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი, კაცისგან სახელად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარე ჯო ბაიდენისგან. ბაიდენისგან მათ უნდოდათ აეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, მაგრამ ვნახავთ. თუმცა დიახ, არის საქმეები, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელიც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური აზრით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ავარია გორში – არის მსხვერპლი

გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებული ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები