შაბათი, მაისი 10, 2025

დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების მიხედვით, ტრამპი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, ამერიკა ზეიმობს შეიარაღებული ძალების შეუდარებელ სიძლიერეს, სიმტკიცესა და ძალას.

„ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თავისუფლების ჩვენი წმინდა მემკვიდრეობითი უფლება ყველა საფრთხისაგან, როგორც უცხოურისგან, ასევე შიდა სახელმწიფოებრივისგან. 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები სამართლიანად ჩაება იმ ბრძოლაში, რაც შემდგომში იქცა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლის აპოგეად. 250 000-ზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სიცოცხლე ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ჩვენი ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე, ეს ომი არ იქნებოდა მოგებული და ჩვენი დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა“, – აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში.

ტრამპის თქმით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უაზროდ დაკარგული მილიონობით სული არის შეხსენება, თუ რატომ უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ ძლიერების მეშვეობით.

„მე მტკიცედ ვარ მოწადინებული, შევწყვიტო წლების განმავლობაში დაუსრულებელი უცხოური ომები და თავიდან ავირიდო სიცოცხლის შემდგომი დანაკარგი. ჩემს საინაუგურაციო მიმართვაში როგორც განვაცხადე, ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ. ჩემი უდიდესი მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის მემკვიდრეობა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ტრამპი ასევე მადლობას უხდის დიდებული თაობის ყველა პატრიოტს, რომელმაც დატოვა სახლი და ოჯახი, რათა ებრძოლა ამერიკის თავისუფლებისთვის შორეულ მიწებზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამწუხაროა, ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ...

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ის აღნიშნავს, ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს.,,სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, რომ ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს, ჩვენს ომის ვეტერანებს 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ აღნიშნა.ბრძოლის ველზე 300 000 დაცემული ქართველი გმირით, საქართველომ ნაციზმის დამარცხებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. რომ არა ეს ბრძოლა, ევროპა დღეს ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. რომ არა ეს მსხვერპლი, არ იქნებოდა არც ევროკავშირი და არც ევროპის დღე.ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს. პირიქით, სწორედ ფაშიზმის დამარცხებამ შექმნა დღევანდელი ევროპა. ძალიან ცუდია, თუკი ამ დღის დემონსტრაციული იგნორირება, ერთის მეორით ჩანაცვლებას ემსახურება.საერთო მეხსიერება არის ის, რაც ჩვენს კონტინეტს ცივილიზაციად აქცევს. ჭეშმარიტი ევროპა წარსულის დაფასებაშია,” - წერს პაპუაშვილი.

თბილისში ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და.გარ­დაც­ვლი­ლია 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძე.ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლოვ­ნე­ბი მარ­თავ­დნენ.

მექსიკა Google-ს “მექსიკის ყურის” ამერიკის ყურედ” ჩანაცვლებისთვის სასამართლოში უჩივის

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ ქვეყანამ Google-ს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ კომპანიამ რუკებში "მექსიკის ყურე" "ამერიკის ყურეთი" ჩაანაცვლა, მიუხედავად მექსიკის მოთხოვნისა, ეს არ გაეკეთებინა. Google ამტკიცებს, რომ სახელის შეცვლა მხოლოდ აშშ-ის მომხმარებლებზე ვრცელდება და სხვა ქვეყნებში სახელწოდება უცვლელი დარჩება. მექსიკის პოზიციით, აშშ არ ფლობს უფლებას, შეცვალოს მთელი ყურის სახელი.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რესპუბლიკელების ინიციატივით, ოფიციალურად დაუჭირა მხარი სახელის შეცვლას. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ყურეს სახელი უნდა გადარქმეოდა.საგულისხმოა, რომ Associated Press-მა უარი თქვა სახელწოდება "ამერიკის ყურეს" გამოყენებაზე, რაც თეთრ სახლთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დავით სონღულაშვილი – არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში იმყოფებოდა, სადაც საწარმოში „ცივის ყველი“ სამუშაო პროცესს გაეცნო.ყველის საწარმო სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია, აგროსესხი 500,000 ლარს შეადგენს. საწარმოს, რომელიც დღიურად ერთ ტონა რძეს გადაამუშავებს, სხვადასხვა სახეობის ყველს ამზადებს, პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს და ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გააქვს. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული.დავით სონღულაშვილი ყველის მცირე მწარმოებლებს შეხვდა, სადაც დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.მინისტრმა ქართული აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი პროდუქცია აქტიურად იმკვიდრებს ადგილს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მთავარი მიზნის – ეკონომიკის გაძლიერების და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საფუძველია.დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაერთი პროექტით სახელმწიფო ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოების მხარდამჭერია.„არაერთი სახელმწიფო პროექტით მხარს ვუჭერთ ქართული ხარისხიანი, უვნებელი პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა მინისტრმა.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია, ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები – ირაკლი მეზურნიშვილი

ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკა."ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ," - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ბოლო სიახლეები