აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა საკუთარი მემეკოინის, $TRUMP-ის შექმნის შესახებ განაცხადა.
ამ დროისთვის, კრიპტოვალუტის ბაზარზე 200 მილიონი კოინია განთავსებული, რომლის რაოდენობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 1 მილიარდამდე გაიზარდოს.
კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ, ტრაპმა სოციალურ ქსელში დაწერა. “დროა, შემოუერთდეთ ჩემს განსაკუთრებულ საზოგადოებას”.
ვაჭრობის პირველ საათში ტრამპის კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 3 მილიარდ დოლარს შეადგინა, საათ-ნახევრის შემდეგ კი 4,3 მილიარდ დოლარს.