აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით, 209-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონპროექტი ჯერ სენატმა, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცა.
დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც 43-დღიანი „შათდაუნის“ დასასრულად იქცა, ასევე შეაჩერებს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ მასობრივ გათავისუფლებებს, გზას გაუხსნის ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების რეგულარულ გაცემას, ათობით მილიონი ამერიკელისთვის საკვების შესაძენად დახმარების გაცემას და მთავრობა საქმიანობას დაუბრუნდება.

