ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

დონალდ ტრამპი – წარმოდგენა არ მაქვს, მივიღებ თუ არა ნობელის პრემიას, მაგრამ შვიდი ომი დავასრულე, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ

წარმოდგენა არ მაქვს, მივიღებ თუ არა ნობელის პრემიას, მაგრამ შვიდი ომი დავასრულე, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე – „თქვენ ბევრი ქვეყნის მიერ ხართ წარდგენილი, ასევე მძევლების ოჯახების მიერ, ფიქრობთ, რომ გაიმარჯვებთ?”

„წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ შვიდი ომი დავასრულეთ, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ. ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთის სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რაც საშინელებაა. სხვათა შორის, გასულ კვირას იქ 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას მოვაგვარებთ. ასე რომ, არა მგონია, ისტორიაში ვინმემ ამდენივე ომი დაასრულოს, მაგრამ შესაძლოა, იპოვონ მიზეზი, რომ მე არ მომცენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც სცენარის მიხედვით ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავეს.ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გიორგი ქემოკლიძის დაკავება გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება.სუს-ის ცნობით, გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.„საზოგადოებას დეტალურად გვინდა გავაცნოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პენიტენციურ დეპარტამენტში გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რასაც, თავის მხრივ, უკავშირდება გ.ქ.-ს დაკავება, ასევე, საგამოძიებო მიმართულებით.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გ.ქ.-მ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე  ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გ.ქ.-მ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ, როგორც დაგეგმილი იყო, ეს ამბავი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა ისე, თითქოს პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს, რაც თავის მხრივ პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის ინტერესებში შედიოდა და წარმოადგენდა გ.ქ.-სთან ერთად დაგეგმილი ინსცენირების პირველად მიზანს.საბოლოო მიზნად განსაზღვრული იყო გავრცელებული ინფორმაციის გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ გამოყენება, როგორც შიდა პიარული მოხმარებისთვის და საქმის  დაზარალებულის წინააღმდეგ,  ასევე, იგივე მიმართულებით სტრასბურგის სასამართლოში.აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეთანხმების საფუძველი, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ყოფილიყო კორუფციული გარიგება, რის გამოც საქმე იუსტიციის სამინისტროდან გამოსაძიებლად სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს გადმოგვეცა.გამოძიების მიერ მოპოვებულმა მასალებმა კიდევ უფრო გაამყარა ზემოთ ხსენებული ინფორმაცია, ვინაიდან არსებული მტკიცებულებებით დასტურდება რომ:გ.ქ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.  კერძოდ, მისი ბრძანებით, 2025 წლის ივნისში, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარე იმ საკანში, სადაც იმყოფებოდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი, ყოველგვარი აღრიცხვის (ე.წ. გატარების) გარეშე შეასახლეს სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი ნ.ჯ. და ი.გ., რომლებმაც გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად აღნიშნულ საკანში დაჰყვეს 10 დღე. გ.ქ.-ს ბრძანებით მოხდა  საკნის შესასვლელი კარის სამეთვალყურეო კამერების გათიშვა, რათა არ დაფიქსირებულიყო ხსენებული პირების ბაჩიაშვილის საკანში შესვლა და გამოსვლა, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ბაჩიაშვილის საკანი დატოვეს, გ.ქ.-ს დავალებით მთლიანად წაიშალა საკანში ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრისა და გიორგი ბაჩიაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა.ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივია ერთი გარემოება, ამ დრომდე, არც გ.ქ.-ს და არც გიორგი ბაჩიაშვილს, როგორც გამოძიებაში, ასევე საჯარო სივრცეში, არსად დაუფიქსირებიათ ჩვენ მიერ ზემოთ ხსენებული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ერთად საკანში ყოფნის ფაქტი. მათ ეს დაუმალეს, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი და მისი გარემოცვა საზოგადოებასთან კომუნიცირებდა დეტალების დონეზე. აქვე უნდა აღნიშნოს ისიც, რომ მრავალტომიან სისხლის სამართლის საქმეში გუშინდელ დღემდე, არცერთ მოწმეს არ უხსენებია ზემოთ აღნიშნული ორი პატიმრის გიორგი ბაჩიაშვილთან ათდღიანი შესახლების შესახებ.გარდა ამისა, 2025 წლის 11 ივლისს, გ.ქ.-ს ბრძანებით, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეასახლეს, ასევე სხვა პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პატიმარი კ.მ. რის შემდეგაც საზოგადოებას პატიმარ ბაჩიაშვილის მხარემ აცნობა, რომ თითქოს ბაჩიაშვილი საკანში სხვა პატიმარმა სცემა, თუმცა გამოძიებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ რეალურ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გ.ქ.-ს ბრძანებით ბაჩიაშვილის საკნის სამეთვალყურეო კამერები  გათიშეს, რათა არ მომხდარიყო ვიდეოჩანაწერის გაკეთება, შესაბამისად, არ გამჟღავნებულიყო რა მოხდა რეალურად გიორგი ბაჩიაშვილის საკანში. აღნიშნული, თავის მხრივ, ადასტურებს ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტს“, – აცხადებენ სუს-ში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ქმედების შესახებ კვალიფიკაციის დაზუსტების, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა დეტალებისა და დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად.

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.„პრეზიდენტმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში

ივანე ჩხაიძე – ახლა, ქვეყანაში ძირითადი ვირუსი რინოვირუსია, გრიპის ვირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება – ვაქცინა უკვე შემოტანილია და ვაქცინაცია უახლოეს დღეებში...

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია.„საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ქვეყანაში ვაქცინა უკვე შემოტანილია. ეს არის 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა. განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

იაგო ხვიჩია – ჩემი აზრით, არანაირი რვა პარტია არ არსებობს და არც არსებობდა, ესენი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები

ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იარსებებს.„ჩემი აზრით, არანაირი რვა პარტია არ არსებობს და არც არსებობდა, ესენი იყვნენ  „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები. როგორც იცით, ამ არჩევნების მერე „ნაცმოძრაობა“ არ იარსებებს და მგონი, ის ხალხი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რადიკალური მხარდამჭერი იყო, ეცდება მოძებნოს ახალი ბელადი სავარაუდოდ იმ ხალხისგან, რომლებიც ახლა ციხეში სხედან. შესაბამისად, ახალ გადაჯგუფებას ველოდები. ველოდები, ერთი მხრივ, რადიკალური ამომრჩევლის მოსაბილიზებელ დაჯგუფებას, როგორიც პირობითად სამართალმემკვიდრე იქნება „ნაცმოძრაობის“. ხოლო დანარჩენს რაც შეეხება, ახლა ის დროა, ვფიქრობ, გახარია და „ლელო“ პოლიტიკურ კარიერას საერთოდ ეჭვის თვალით უყურებდნენ და რამე უფრო საინტერესო დაიწყონ ცხოვრებაში“, – განაცხადა ხვიჩიამ.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმებოდა ბელადებში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ისინი ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე შეიძლება იყვნენ.„ჩემი აზრით, ასეთი ალბათ უფრო ორი ადამიანია, ერთი ნიკა მელია, რომლის ძირითადი ხმები იყო ის, რაც „ახალმა“ მიიღო. მეორე ზურა ჯაფარიძე, როგორც „ნაცამომრჩევლისთვის“ მისაღები ფიგურა. ძირითადად ეს არის, რასაც ვუყურებ და ამ ორიდან რა კოლაბორაცია გამოვა, არ ვიცი. აქამდეც არ იყო ეს კოლაბორაციები წარმატებული, მაგრამ ვფიქრობ, „ნაცამომრჩეველი“ ამ ორისკენ გაიწევს და ასე ეცდებიან, დაალაგონ პოლიტიკური სპექტრი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.იაგო ხვიჩიამ „გირჩის“ სამომავლო როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის მხრიდან გაგრძელდება საზოგადოებისთვის საღი აზრის ჩვენება.„ჩვენი თავი წარმოგვიდგენია იმის გასაგრძელებლად, რასაც აქამდე ვაკეთებდით. გავძლიერდეთ და ვეცადოთ, საზოგადოებას საღი აზრი ვაჩვენოთ. როგორც „ქოცებთან“ დაპირისპირების გზა, არა როგორც ემოციები, ბღავილი, მარში ან ცეკვა, არამედ პოლიტიკური შინაარსის აზრი. აზრი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ ის საქართველო უკეთესია, რომელიც ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, ვიდრე რომელსაც „ქოცები“ აშენებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რევოლუცია ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ისე, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონოდა.„ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელმაც დააორგანიზა ეს ივენთი და თავისი აგენტების ან სასარგებლო იდიოტების მეშვეობით ქართველ ხალხს არჩევნები მოჰპარა. მგონია, ეს ყველაფერი დაიგეგმა „ქართული ოცნების“ ოფისში და აღმასრულებლები ის ადამიანები არიან, ვისაც საზოგადოება ხედავს. სამწუხაროდ, აღმასრულებელზე გადავა ეს პასუხისმგებლობა და არა შემკვეთზე. ჩვენ ამაზე დიდხანს ვსაუბრობდით. ვაფრთხილებდით მოსახლეობას, არ ჭამოთ ეს, რასაც პოლიტიკოსები ცდილობენ გაჭამონ. საკენკი დაეყარა ქართულ საზოგადოებას, აზრი არ აქვს არჩევნებს, მოდი, რევოლუცია ვცადოთ, რევოლუცია კიდევ ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ ისე, რომ მას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონოდა.ერთ-ერთი შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფერში, პაატა მანჯგალაძეა. ვინც მას იცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი რევოლუციონერი არ არის. თუ ასე მიმდინარეობს დანარჩენი მართლმსაჯულებაც, ვერასდროს გავარკვევ ვინ დამნაშავეა, ვინ მონაწილეობდა, ვინ შეცდომით არის ამაში გარეული. თუმცა, ძირითადად ალბათ ის ხალხი იქნება, ვისაც ბოლო პერიოდში ამ პროცესების გამო ხშირად ვხედავდით ტელევიზორში. ჩემი აზრით, მთელი ეს პროცესი შეთანხმებული იყო, ზოგი სასარგებლო იდიოტების და შეთანხმებულების მეშვეობით. ვინ ვინ არის, მე ამის ზუსტი გარკვევა არ შემიძლია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

შსს თბილისში, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონფლიქტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ში.შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე. მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები