ჩინეთი ძალიან სამართლიანი იყო აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხში, ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ხშირად ესაუბრება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან.
„ვფიქრობ, ბოლო დროს ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ისინი ძალიან სამართლიანები იყვნენ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება შესანიშნავი ურთიერთობა, დიდ, ძლიერ ქვეყანასთან. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ისინი. ჩვენ გვაქვს ბევრად უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა, ვიდრე მათ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. მე და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ტრამპმა.