ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026

დონალდ ტრამპი: უკრაინის ომის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო

ნატოს სამიტზე მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სამიტის დასრულების შემდეგ ფლორიდაში გაემგზავრა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა.

„სამშვიდობო მისია 5.0
დღეს, მარ-ალაგოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სტუმრობის პატივი მქონდა. განვიხილეთ მშვიდობის მიღწევის გზები. დღის კარგი ამბავი: ის ამ პრობლემის გადაჭრას აპირებს!”, – დაწერა პლატფორმა X-ზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

„გმადლობ, ვიქტორ. აუცილებელია მშვიდობის დამყარება, თანაც სწრაფად. მეტისმეტად ბევრი ხალხი დაიღუპა ომში, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო”, – დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი 2 ივლისიდან დღემდე ჯერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკის შეხვდა, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამის შემდეგ იგი აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა. სამიტიდან ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში დაბრუნდა და იმ დღესვე პეკინს გაემგზავრა. პეკინში მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან უკრაინის საკითხზე გამართა მოლაპარაკება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.„მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

უსმინეთ ყველაამთურქეთში კვლევების შედეგად დადგინდა რომ მორჩილი ალექსი მოსიაშვილის სიმსივნე აგრესიულად პროგრესირებს და გადაუდებელი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ოპერაცია ჯდება 40,000 $დოლარი, ძალიან გთხოვთ მთელი საქართველო გავერთიანდეთ მის გადასარჩენად რათა აგროვდეს ეს თანხა და გაუკეთდეს ოპერაცია, ის მთლიანად კეთილი ადამიანების იმედზეა დარჩენილი,ვისაც რამდენი შეგიძლიათ გთხოვთ დავეხმაროთ, ასევე გაავრცელეთ ეს ფოტო რომ ყველამ ნახონსასწრაფოააასევე გთხოვთ ილოცეთ მისთვისსაქ. ბანკი.#GE32BG0000000574051860თბს. ბანკი#GE24TB7569245064300054https://www.facebook.com/photo/?fbid=1568008192024327&set=a.555121589979664

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს

გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს.მიხეილ ყაველაშვილი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.„ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.

მერაბ დვალიშვილი – აბუ-დაბიში სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ და თავს დაგვესხნენ

მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში თავს დაესხნენ.კერძოდ, როგორც დვალიშვილი „ინსტაგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, მას და მის მეგობარს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ თავს.„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვაძლევდი, როცა უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან მოგვეპარნენ მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს და თავს დაგვესხნენ.დაცვის წევრები მე მიჭერდნენ, ისინი კი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვირტყამდნენ”, - აღნიშნავს დვალიშვილი.ის მიმართავს ნურმაგომედოვს, რომ თუ ჩხუბი უნდა, რეალურად "უნდა გავაკეთოთ".“რა მშიშარა ხერხია, ბიჭებო. მხოლოდ ჩვენ ორნი - მე და ჩემი მეგობარი - მოვედით აქ, აბუ-დაბიში და უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები როგორც გველები მოგვეპარნენ უკნიდან. რანაირი ჩხუბია ეს? რანაირი კაცი აკეთებს ამას? თუ საუბარი ან ჩხუბი გინდა, მოდი, რეალურად გავაკეთოთ ეს. და თქვენ უკნიდან მოგვეპარეთ, როდესაც მხოლოდ ორნი ვიყავით, და მომზადებულები იყავით. რა ჯანდაბაა?" - აღნიშნა ვიდეოში დვალიშვილმა.

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში სანაპიროზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი."ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარია.როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს.ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, მკვლელობაში ბრალდებული ან ბრალდებულები დაკავებული არ არიან.დეტალები ოფიციალური ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

ბოლო სიახლეები