შაბათი, ივნისი 7, 2025

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე – ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე, მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო

ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის შესახებ დასმულ კითხვას.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს. მისი თქმით, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება.

გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან გამართული შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.

„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა ისაუბრა პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ ეს ვითარება ჰგავს ბავშვებს, რომლებიც სკვერში ჩხუბობენ.

„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია გაჩერდე და მისცე უფლება ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო. გუშინ პუტინს ვუთხარი, პრეზიდენტო, შესაძლოა მოგიწიოთ ომის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, ვიდრე მათ გააშველებთ, ვიდრე გაშველება შესაძლებელი გახდება. გარკვეული ფორმით დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან დაარტყა და იმათაც ძალიან ძლიერად დაარტყეს, ღრმად შეაღწიეს რუსეთში. პუტინმა ძალიან ნათლად მითხრა, აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. მე ვუთხარი, რომ ეს არ მომწონს ეს. ვუთხარი: „არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს“. თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიძულვილია რუსეთსა და უკრაინას შორის. მე შევაჩერე ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და სურვილი მაქვს, რომ იგივე გავაკეთო რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება, ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს, თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჯეი დი ვენსი – მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვილი სანიოლი – კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებზე ძლიერია და მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა საბრას რაიონში მოხდა.ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.არაბული მედია წერს, რომ ადგილზე რაკეტა ჩამოვარდა, რომლის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, თუმცა თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რამდენიმე სხვა სახლი დააზიანა.პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ალ-ახავაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ახლოს მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს.არაბული მედიის თანახმად, გამთენიის შემდეგ ღაზაში, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები