ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, დაახასიათებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, როგორც „დიქტატორს“.
„ამ სიტყვებს ასე ჰაერზე არ ვისვრი, ვნახოთ, როგორ გამოვა ყველაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.
მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა უპასუხა, რომ 9 მაისს და უახლოეს მომავალში არ გეგმავს ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაფერის დროს მოსკოვში ჩავიდეს და ასევე იმას, რომ პუტინიც ჩავიდეს აშშ-ში.
„ვფიქრობ, 9 მაისი ძალიან ახლოა, მაგრამ შესაფერის დროს მე ჩავალ მოსკოვში“, – განაცხადა ტრამპმა.