ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

დონალდ ტრამპი – მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.

ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს – როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი ლიდერებისადმი წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“.ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა.„ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:დემოკრატიის კუთხით:საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია, ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს. საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.სუვერენიტეტის კუთხით:გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო საქართველოში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არამხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.სტრატეგიული კუთხით:საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი (რაც რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ბევრ სხვას) განაპირობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენ წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ.ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველო ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ, პროტესტი არც ნებდება, არც ეგუება. ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. მმართველი ძალა არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა.არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და, საბოლოოდ, ამერიკული) მაღალი დონის მედიაციის გზით.მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.მოგიწოდებთ, საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია წერილში.

კორუფცია ევროპარლამენტში: ჩინური „ჰუავეის“ მიერ მოსყიდვის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, ტარდება ახალი ჩხრეკები

ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ სამშაბათს, 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია „ჰუავეის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციას უკავშირდება, ხუთი პირია დადანაშაულებული. „ამ დროისთვის მოსამართლემ ოთხ პირს ბრალი აქტიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის წაუყენა, მეხუთე პირი კი ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული. ოთხი პირი დაკავებულია, ხოლო მეხუთე პირობით გაათავისუფლეს“, - აცხადებს პროკურატურა და იქვე დასძენს, რომ ორშაბათს ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფისებში ახალი ჩხრეკები ჩატარდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტის ზოგიერთი ოფისი ჯერ კიდევ 13 მარტს დაილუქა. იმავე დღეს, ასამდე პოლიციელმა 21 ჩხრეკა ჩაატარა ბელგიასა და პორტუგალიაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეის“ ლობისტები იყვნენ ჩართულები. ამ უკანასკნელებმა სავარაუდოდ მოისყიდეს ევროპარლამენტარები, რათა მათ ისეთი პოლიტიკური პოზიცია დაეკავებინათ, რომელიც ევროპაში „ჰუავეის“ კომერციულ ინტერესებს გააძლიერებდა და ამ გზით ჩინური კომპანია დაუპირისპრდებოდა აგრესიულ ამერიკულ ლობირებას, რომელსაც „ჰუავეი“ 2019 წლიდან აწყდება. ევროპარლამენტარების მოსყიდვა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა: საჩუქრებით, კვების ხარჯების ანაზღაურებით, მოგზაურობებით, ფეხბურთის მატჩებზე მოსაწვევების გადაცემით... გამოცემების: Le Soir-ის, Knack-ის, RTBF-ის, Follow The Money-ის და Reporters United-ის ცნობით, ერთმა ან რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფული პორტუგალიაში არსებული კომპანიის მეშვეობით მიიღო, რომლის ჩხრეკა უკვე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლები „დაინტერესებულები“ არიან დაახლოებით 15 ევროდეპუტატის საქმიანობით, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი დაეფუძნა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ჩატარებულ ზარს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოთხოვნები და საჭიროებები ერთმანეთს დავუახლოვოთ. ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს ვთხოვ, წარმოადგინონ ზუსტი აღწერა განხილული საკითხების შესახებ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს.მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებს.„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს არაერთი სწრაფი, საკმაოდ თამამი, ეფექტური ოპერაცია და ასრულებენ მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების განადგურებას კურსკის ოლქში“, - აღნიშნა მან.

ვილი სანიოლი სომხეთთან მატჩის შესახებ – იმედი მაქვს, გულშემატკივარს ხვალაც გავახარებთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.„ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იმავე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია.შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენ გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, მათ ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა.ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები