აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს ყალბად მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეარხმა „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.
მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.