ორშაბათი, მარტი 31, 2025

დონალდ ტრამპი – მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, ის კარგი კაცია

მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი კაცია,  – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაიკლ უოლცის მიერ შიდა მიმოწერაში შემთხვევით The Atlantic-ის რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის დამატებას არანაირი გავლენა არ ჰქონია სამხედრო ოპერაციაზე.

აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში ჩაამატა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა რწმენა თავისი გუნდის მიმართ და აღნიშნა, რომ არ არის იმედგაცრუებული მომხდარის გამო.

„ორ თვეში ეს იყო ერთადერთი შეცდომა და როგორც აღმოჩნდა, არა სერიოზული“, – ამბობს პრეზიდენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ჩიკვაიძე – საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე

საპატიმროში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.„ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ არა საზოგადოებისთვის ჩემი საპატიმროში ყოფნის ზოგიერთი გარემოება. თუმცა გაირკვა, რომ ღირსების შემლახავი მოქმედებების მსხვერპლი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, ამ განცხადების გაკეთება.11 მარტს როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე.რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს ან დაჭერით ემუქრება არის დანაშაულებრივი და არის რუსული.ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!დღეს ჩემი შიმშილობის მეოცე დღეა. მდგომარეობა საათობრივად მძიმდება, შევნიშნე, რომ მგრძნობელობის პრობლემა გაჩნდა მარჯვენა ფეხზეც და ასევე, მხედველობის პრობლემა მარჯვენა თვალზე, თუმცა მიუხედავად ამ გაუსაძლისი მდგომარეობისა ერთი წუთითაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ღირსების საკითხია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასე დემონსტრაციულად მიმდინარეობს ქვეყნის ღალატი და განადგურება; ამდენი შეურაცხყოფილი გენერალი, დამცირებული ქართული ჯარი, შეგინებული გმირულად დაღუპული მეომრები და ამ ყველაფრის შემხედველი ქართველი ხალხი.ხშირად ისმის ფრაზა - ხალხი დაიღალა. ეს ფრაზა ამოიღეთ ხმარებიდან და წარმოიდგინეთ გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც, ჯერ კიდევ ცოცხალს, რუსული ჩექმებით ხერხემალს უმტვრევდნენ; ის კი, მშვიდად, მოწამებრივად აღესრულა. დარწმუნებული ვარ ამ დროს იგი ფიქრობდა საკუთარ ოჯახზე, ჩვენზე - ქართველ ხალხზე და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებაზე.შეიძლება არ მოგწონდეთ პოლიტიკოსები, მათი ქმედებები, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს ბრძოლა ინდივიდუალურია - ერთი ერთზე - მე და ჩემი ქვეყნის მტერი. სწორედ ასეთი ინდივიდუალური შეგრძნებები ქმნის ერთ დიდ ერთობას, რაც ჩვენი გამარჯვების საწინდარია“,- წერს ჩიკვაიძე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, პროფესიული კურსების საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების - „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება“, „ჭაბურღილების ბურღვა“ და „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარე (მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟი)“ წარმატებულ მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა, კარლო კოპალიანმა და ქ. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასო ქარსელაძემ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების წარმატებულ მსმენელთათვის სერტიფიკატების გადაცემას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერი, დოქტორი რატი გურგენიძე და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე მუნიციპალური პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები შეაჯამეს, ასევე, მისი განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა რატი გურგენიძემ აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 40 მოქალაქემ, „ჭაბურღილების ბურღვის“ სრული კურსი 15-მა, ხოლო „ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მემონტაჟის დამხმარის“ სრული კურსი, ასევე, 15-მა მოქალაქემ.პროგრამის მონაწილეებს კურსების წარმატებით დასრულება მიულოცა და უახლოეს მომავალში ღირსეულად დასაქმება უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა. კარლო კოპალიანმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ სამომავლო სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც ტექნიკური პროფილის სრული პროფესიული კურსების გავლის შედეგად, წარმატებული მსმენელები სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრის მიიღებენ.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, საშუალება ეძლევა მოქალაქეებს შესთავაზოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული და შრომის ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი პროფესიული კურსები, რომლებსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან. სასიხარულოა, რომ პროექტის ეს ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა - სერტიფიკატები გადაეცა სამი კურსის 70 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტიურობაა და მომდევნო ეტაპებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსების გავლის სურვილი 600-ზე მეტმა თბილისელმა გამოთქვა. საგულისხმოა ისიც, რომ „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში რეგისტრაცია შეუძლია სრულწლოვან ნებისმიერ მოქალაქეს, ზედა ასაკობრივი ზღვარი კი შეზღუდული არ არის. თბილისის მერიასთან პარტნიორობით, გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას თბილისელები, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ პროექტის მონაწილეებს”, - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასო ქარსელაძის თქმით, პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედებით, თბილისის მერია მიზნად ისახავს დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების შესწავლას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. როგორც ვასო ქარსელაძემ აღნიშნა, თბილისის მერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას პროგრამის მომდევნო ეტაპებზეც აქტიურად გააგრძელებს.„ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს სრული ინფორმაცია იმ სფეროების შესახებ, სადაც კადრების ნაკლებობაა. პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო საშუალებაა ყველა იმ თბილისელისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნივერსიტეტში შეისწავლოს მოთხოვნადი პროფესიები, გადამზადდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. სამუშაო ადგილების მოძიებაში მათ თბილისის მერიისგან მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა ვასო ქარსელაძემ.ცნობისათვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა - „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად 50-მდე სპეციალობაში - მშენებლობის, ინჟინერიის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, ტრანსპორტის, საფინანსო, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სფეროებში. პროგრამის მიზანი სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.როგორც მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა გრეტა წიწავამ განაცხადა, ცვლილების თანახმად, კანონმდებლობით გამკაცრდება სასიგნალო იარაღთან და მის ვაზნებთან დაკავშირებული რეგულაციები.კანონპროექტის მიხედვით: სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება (წარმოება) და ამ იარაღით/ვაზნით ვაჭრობა იქნება ლიცენზირებული საქმიანობა. ამასთან ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).ინიცირებული ცვლილებით, სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო, ნებართვებს - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მოპოვებისთვის დგინდება ასაკობრივი ცენზი და აღნიშნული ნებართვის მოპოვების უფლება ექნება პირს 18 წლის ასაკიდან.კანონპროექტით კანონს ემატება ახლი ნორმა, რომლითაც რეგულირდება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, კერძოდ, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება. ასევე, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში. „საქართველოს კანონმდებლობით სასიგნალო იარაღის შეძენა, მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს, რისთვისაც არ არის დადგენილი რაიმე სახის ნებართვა. მარტივია სასიგნალო იარაღის ან და საბრძოლოს მასალის იმგვარი გადაკეთება, რომლის შედეგადაც სასიგნალო იარაღიდან შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის გასროლა. სასიგნალო იარაღისგან გამომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, აგრეთვე, იარაღის ბრუნვის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სასიგნალო იარაღის ტარების წესი, თუმცა აუცილებელია დასახელებული წესი საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული“, - აღნიშნა მომხსენებელმა.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცვლილებები შედის კიდევ რამდენიმე კანონში, მათ შორის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“

ილია მეორე – სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა

გილოცავთ საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მისალოც ტექსტში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.როგორც ილია მეორე მისალოც ტექსტში აღნიშნავს, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა.„34 წლის წინ, 31 მარტს, ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი (მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში) და მოსახლოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ერთადერთ კითხვას – „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ – დადებითად უპასუხა. სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს, ჩვენი ერისა და, საერთოდ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მონაპოვარს და, ასევე, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს“, –  ნათქვამია ილია მეორეს მისალოც ტექსტში.

ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ პატრიოტებს, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, უნდა დავიცვათ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია, ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარტიებმა და ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც „ქართული ოცნება“ იწყებს პროცედურას.ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ძალას დაუპირისპირონ ძალა და თუ საჭირო იქნება, ფიზიკურად დაიცვან ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია.„მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ უკვე ოფიციალურად იწყებს პროცედურას „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე. თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს, ამასთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია. ეს არ ეხება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი საკითხი. მდინარაძე აპირებს, სავარაუდოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში ჩაატაროს. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, მოვუწოდებ, ფიზიკურად, იქნება ეს ბათუმში თუ სხვა ადგილას, სადაც ამ პროცესს დაიწყებენ, თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების შესახებ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე, მაგალითად, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც, მათ შორის, მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაუროთ, უნდა შევგროვდეთ ძალიან ბევრი და მინდა, ვთხოვო ყველას, რომ ნიჰილიზმი, უიმედობა, ხელების ჩამოშვება, მაინც არაფერი გამოვა – არის რუსული პროპაგანდის ზეიმი. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ისეთი ჯგუფები, რომლებიც არ მისცემს შესაძლებლობას ე.წ. ძალოვან უწყებებს, რომ ადამიანები მოიპარონ აქციიდან, შემდეგ გაიტაცონ და აწამონ. ვიდრე აქამდე არ მივალთ და არ გვეცოდინება, რომ ძალას დავუპირისპირებთ ძალას, მუდმივად ვიქნებით თავდაცვის პირობებში. უნდა გვესმოდეს, ძალას დავამარცხებთ ძალით. ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიდრე ძალას, მარბიელებს და მწამებლებს პასუხს არ გავცემთ, ვიდრე ზუსტად იმავე მეთოდებით არ ვიმოქმედებთ, როგორც მოქმედებს რუსი ივანიშვილი, მანამდე ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში. მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ. ვინც არ იღებს ხმას, იგივე გახარიას პარტია, ჩემი წარმოდგენით, არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბოლო სიახლეები