ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

დონალდ ტრამპი – ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი – განაგრძე, მას ყოველდღე ვესაუბრები, კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანში კამპანიის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

„მე ვუთხარი – განაგრძე. მას ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია და ბევრს აკეთებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავად ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში მოქალაქეები ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან.

ტრამპმა „სიენენის“ კითხვაზე, ხომ არ მიუნიშნებია ნეთანიაჰუსთვის, რომ აშშ-მ შესაძლოა, დახმარება გაუწიოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე, ტრამპი ამბობს, რომ – არა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.პუტინის თქმით, შეხვედრისას მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან, უკრაინის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრისას კი რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.„რუსეთს არ დაუწყია სამხედრო კონფლიქტი უკრაინაში, არამედ მის დასრულებას ცდილობს. კიევის რეჟიმმა თავად დაიწყო ომი ძალის გამოყენებით დონბასის მცხოვრებლების წინააღმდეგ. სწორედ ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა ამჟამინდელ შეიარაღებულ კონფლიქტამდე. რუსეთი არტყამს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და არა – საცხოვრებელ უბნებს, უკრაინის დემილიტარიზაციის მიზნით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინას ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებენ რუსეთისა და მისი ხალხისთვის საფრთხის შექმნას“, – განაცხადა პუტინმა.

„გარდიანი“ – დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში

დიდ ბრიტანეთს მოუწევს, დათანხმდეს აშშ-ის მიერ დიეგო გარსიას ბაზის გამოყენებას ირანზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში,- ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუ ამერიკა ბაზის გამოყენების სურვილს გამოთქვამს.„რადგან, მოუწევს დაიცვას ბალანსი მის მიერ დიპლომატიური გამოსავლისადმი მინიჭებულ უპირატესობასა და სურვილს შორის, რომ დაიცვას აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა, რომელსაც ის უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს“, – წერს „გარდიანი“ მაღალჩინოსნებზე დაყრდობით.ასევე, „დიდი შიდეულიდან“ დაბრუნების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა. მინისტრებთან და მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, კირ სტარმერმა განიხილა ბრიტანეთის მოქმედებების სცენარი ამერიკის ირაზე თავდასხმის შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა აშშ მოკავშირეების მხარდაჭერას ნებისმიერ ეტაპზე.დიეგო გარსიას სამხედრო ბაზა იდნოეთის ოკეანეში მდებარეობს. ის ირანის სამხრეთ საზღვრიდან 3900 კილომეტრითაა დაშორებული.

ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს.„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრის გეგმა გვაქვს“.მისი თქმით, ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

ლენა შილინგი – მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, მისი დაპატიმრება მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც დაკავებულია, როგორც პოლიტპატიმარი, – ამის შესახხებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.როგორც ევროპარლამენტარმა განაცხადა, მზია ამაღლობელის დაპატიმრება „ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული“.„ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. და შემიძლია გითხრათ: მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც, რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე.დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის, რომელიც შლის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ლენა შილინგმა.

ბოლო სიახლეები