აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის სამხედრო პოტენციალის განადგურებას „ფენომენალურად“ უმკლავდება.
დონალდ ტრამპის თქმით, გაანადგურეს ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები, ლიდერები, მათი ყველა გემი კი ზღვის ფსკერზეა.
„ძალიან კარგად მიდის საქმე ირანში. გაქრა მათი არმია, საზღვაო ძალები, კომუნიკაციები, ლიდერების ორი შემადგენლობა, საჰაერო ძალები მთლიანად განადგურდა. 32 გემი ჰყავდათ, ყველა ოკეანის ფსკერზეა. ჩვენი სამხედროები ფენომენალურად მუშაობენ. ჩვენ წინაშე იყო არჩევანი – მოგვეთმინა და ასე გაგვეგრძელებინა წლების განმავლობაში, ან რაღაც გაგვეკეთებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ადამიანები ძალიან შთამბეჭდავად უყურებენ ჩვენს სამხედროებს და აღტაცებას გამოხატავენ. ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უფრო პატივსაცემია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

