აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, მათ „დედამიწიდან გააქრობს“.
როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში აღნიშნა, მისი აზრით, ირანი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო მოქნილი“ გახდა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალების გაძლიერება გრძელდება.
„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი და ბევრად მაღალი კლასის იარაღი და საბრძოლო მასალა, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ საუკეთესო აღჭურვილობა გვაქვს. გვაქვს ბაზები ყველგან და ისინი სავსეა ტექნიკით. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენება და გამოვიყენებთ კიდეც, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

