შაბათი, მაისი 31, 2025

დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, ის ცეცხლს ეთამაშება

ვლადიმერ პუტინს არ ესმის, მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა. ის ცეცხლს ეთამაშება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ვლადიმერ პუტინს არ ესმის, რომ მე რომ არა, რუსეთს უკვე ბევრი ცუდი რამ დაემართებოდა, მე ვგულისხმობ, ძალიან ცუდი რამ. ის ცეცხლს ეთამაშება“, – წერს დონალდ ტრამპი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერი – ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს, ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო...

დღევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერის თქმით, ისინი ნებისმიერ დროს მზად არიან, თუნდაც, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იზრუნონ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაზე.„ასე იყო ეს წელსაც, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ.საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება.ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით.დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი.კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან  საპატიო საქმიანობაში!“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველა პოლიციელს დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის

საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველა პოლიციელს დიდ მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის, თავდადებისთვისა და პროფესიონალიზმისთვის. გიდასტურებთ პატივისცემასა და მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პაპუაშვილმა პოლიციელების ოჯახებს მადლობა გადაუხადა მათი მხარდაჭერისთვის.„ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა, ხოლო ჩვენი სამართალდამცველები ყოველთვის იყვნენ სათანადოდ აღჭურვილები, მომზადებულები და დაფასებულები, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპების შესაბამისად.ამ დღეს, მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პოლიციელების ოჯახებს, რომლებისგანაც ისინი ყოველდღიურად დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს,ბატონ ვახტანგ გომელაურს გაწეული მრავალწლიანი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო ახლად დანიშნულ მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს. ყოველთვის ამაყად და ღირსეულად გემსახუროთ, და ყოველ დღე ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებულიყავით სახლებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ჯიუტები არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯიუტები არიან.ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა, რომ პრეზიდენტს და მის გუნდს ძალიან ჯიუტ პუტინთან უწევს გამკლავება.საპასუხოდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიც ჯიუტია.

შალვა პაპუაშვილი – 2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის...

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს – 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. 2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს. 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” – წერს პაპუაშვილი.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ ნიკა მელია დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.

“ამდენი წლის ექიმი ვარ და ნიკასთვის გირაოს გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ამიკრძალა… ” – ანზორ მელია

გვი­ან ღა­მით, ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა. მე­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში - “ორ ცე­ცხლს შუა“ - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით მი­ე­მარ­თე­ბო­და.რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­რან­და ბა­ღა­თუ­რია ამ­ბობს, მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა, ხოლო მა­ლე­ვე ად­გილ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 100-მდე სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პირი, მათ შო­რის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­მოჩ­ნდნენ. დაც­ვის წევ­რებს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ამო­ი­ღეს ჩი­პე­ბი და გა­და­აგ­დეს. მე­ლია ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით წა­იყ­ვა­ნეს.მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას მამა, ექი­მი ან­ზორ მე­ლია:“სას­წა­უ­ლია რაც გა­ა­კე­თეს, ბავ­შვი შე­მე­ცო­და, სან­დრო... ასე ამ­ბობს, კი მაგ­რამ ხვალ უნდა და­ე­ჭი­რათ და დღეს რა­ტომ და­ი­ჭი­რე­სო? ნი­კამ მშობ­ლე­ბი მოგ­ვამ­ზა­და ამ და­ჭე­რის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ლო­დით მის და­ჭე­რას. მი­თუ­მე­ტეს როცა კაცი დი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დის, მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, როცა კაცი მი­დი­ო­და გა­და­ცე­მა­ზე და გა­ი­ტა­ცეს, ეს არ არის და­პა­ტიმ­რე­ბა. რა სა­ჭი­რო იყო?! ძალა უნ­დათ, რომ აჩ­ვე­ნონ. ამ დროს ეს სი­სუს­ტეა. ამ­დე­ნი წლის ექი­მი ვარ და ნი­კას­თვის გი­რა­ოს გა­დახ­და არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სას­ტი­კად ამიკ­რძა­ლა" - ამ­ბობს ან­ზორ მე­ლია.

ბოლო სიახლეები