აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.
„შეიძლება, გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და გადარჩენილიყვნენ“, – ამბობს ტრამპი სატელეფონო ინტერვიუში, რომელსაც „ფოქს ნიუსი“ ციტირებს.
ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა და ახლა ფასის გადახდა მოუწევთ.
გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელა ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ. ირანმა რეგიონში რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმებით უპასუხა.

