ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს შეიძლება, იყოს შემდეგ თვეში ან ცოტა მოგვიანებით.

„ჩვენ მივდივართ კატარში და ასევე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შევჩერდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე. შემდეგ წავალთ სხვა ადგილებში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს – ეს სამი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კარლო კოპალიანი გიული ალასანიაზე: გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ გახსნა რამდენიმე აუდიტორიანი ცენტრი და შემდგომ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი...

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და წაიღო თითქმის ნახევარი ქონება.„საკუთარ უნივერსიტეტს არცერთი პროფესორი არ მოქცევია ისე, როგორც მოექცა ქალბატონი ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ გახსნა რამდენიმე აუდიტორიანი ცენტრი და შემდგომ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი ქონება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

გია ვოლსკი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – ბრალდება, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა – ევროინტეგრაცია არათუ შევაჩერეთ, მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი

არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მით უმეტეს, საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უტიფარი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.მისი თქმით, ეს „სპეკულაცია“ მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია.„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და რომ ვკითხულობთ ობიექტური დამკვირვებლები, ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ომი ნამდვილად არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ჩვენზე მეტი ექსპორტი აქვს რუსეთის მიმართულებით სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას და სხვა ევროპული ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.მგონია, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს. გარდა ამისა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია. ჩვენ არათუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. 40-მდე სხვადასხვა საკითხია და მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხოლო 2028 წელს, ფაქტობრივად, სრული მზადყოფნა გვექნება იმისათვის, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება აბსოლუტურად ყველა მონაცემი“,- განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა

გაერთიანებულმა სამეფომ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე შეიყვანა. სანქცირებულთა განახლებული სია გაერთიანებული სამეფოს სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სანქცირებულთა შორის არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძე.ე.წ. შავ სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ აღნიშნულ პირებს უწესდებათ ფინანსური სანქციები, კერძოდ, გაეყინებათ ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები. ამასთან, აღნიშნულ პირებთან ფინანსური საქმიანობა იკრძალება, ხოლო სანქციების დარღვევა ან მათთვის თავის არიდება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეგულაციები, შედგენილია „სანქციების აქტის“ ფარგლებში (2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაბამისად) და ითვალისწინებს ფინანსური სანქციების დაწესებას, კერძოდ, სახსრების გაყინვას.ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ 2024 წლის 19 დეკემბერს სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ვახტანგ გომელაური, სულხან თამაზაშვილი, მილერი ლაგაზაური, ზვიად ხარაზიშვილი და ალექსანდრე დარახველიძე. 2025 წლის 2 აპრილს კი სანქცირებულთა სიას დაემატა მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

გიორგი ვაშაძე – ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!

პარტია „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.მისი შეფასებით, პარლამენტი არალეგიტიმურია, „შესაბამისად, არც კომისია არსებობს“.„ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!არანაირი ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს! შესაბამისად – არც კომისია არსებობს!ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!” - წერს გიორგი ვაშაძე.

თეა წულუკიანი გიული ალასანიაზე: ეს ქალბატონი ამბობს, რომ უქონელია და ძალიან თავს ისაწყლებს – გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი...

ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი? - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმის განხილვის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე იმყოფება.დავით გურგენიძემ უპასუხა, რომ ის კი არ ამბობს, არამედ, ფაქტია, რომ ასეა."ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია." - აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.თავის მხრივ, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მან ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ გიული ალასანია საზოგადოებას ეუბნება, რომ უქონელია და თავს ისაწყლებს, თუმცა, გამოდის, რომ თავისი შვილის ხელშეწყობით მან საკუთარი ბიზნესი სტუდენტების ფართში მოიწყო."იცით რატომ ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, ლამის უპოვარია, ბებიამ დაუტოვა და ძალიან თავს ისაწყლებს. გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, მან თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა. უფრო მეტიც, ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე, მე მახსოვს, რომ საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც უნივერსიტეტის თავზე ტრიალებდა. ამ ამბავს, მაშინაც კი, უხმაუროდ არ ჩაუვლია." - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბოლო სიახლეები