სამშაბათი, აგვისტო 26, 2025

დონალდ ტრამპი – აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ გვიმსჯელია

აშშ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ზურგს გაუმაგრებს, თუმცა დეტალებზე ჯერ არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რადგანც ამ დეტალებზე დისკუსია არ გვქონია. ვნახოთ, რა მოხდება. უპირველესი ისაა, რომ ევროპა უკრაინას მისცემს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც ისინი იქვე არიან, მაგრამ ჩვენც ვიქნებით ჩართულები. ჩვენ ვიქნებით ზურგის გამაგრების თვალსაზრისით, ჩვენ მათ დავეხმარებით. მე ვფქირობ, რომ თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას და მგონია, რომ მივაღწევთ, მაშინ ჩვენ არ გვექნება პრობლემა, ჩვენ ამას ზურგს გავუმაგრებთ, რადგანც მე მინდა, ვიხილო, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, როდესაც ჯო ბაიდენი იყო თეთრ სახლში, მან უკრაინაზე გასცა 350 მილიარდი დოლარი.

„350 მილიარდი დოლარი უკრაინას. მე მაშინ ვთქვი, რომ ზელენსკი ყველაზე მაგარი ვაჭარია, რადგანაც ის ჩამოდიოდა აქ და სამშობლოში 50 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა. ერთხელ 100 მილიარდიც კი წაიღო ერთ ჩამოსვლაზე. მე კი მივიღე ტრილიონი დოლარის ღირებულების იშვიათი მეტალები, რადგანაც მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს ამერიკელი გადასახადების გადამხდელების გამო. მე ასევე სხვა რაღაც გავაკეთე ნატო-ს სამიტზეც. ნატო-ს წევრები მდიდარი ქვეყნები არიან, მაგრამ ისინი არ იხდიდნენ. ახლა ჩვენ უკრაინას ფულს საერთოდ არ ვუხდით, იცით? სინამდვილში, ახლა პირიქითაა. ისინი ნატო-ს გავლით ითხოვენ, ჩვენ საქმე გვაქვს ნატო-სთან და არა უკრაინასთან. ნატო ითხოვს რაკეტებს, მათ უნდათ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, „პეტრიოტების“ რაკეტები. ჩვენ მათ ვაძლევთ რაკეტებს, ნატო წინსწრებით გვიხდის ფულს და აკეთებს იმას, რაც სურს. რომ დავუბრუნდეთ 350 მილიარდი დოლარის საკითხს, რომელიც ჩვენ უკრაინას მივეცით. ეს ფული რომ არ მიგვეცა, და ასევე მე ვიყავი, ვინც უკრიანას გადასცა „ჯაველინები“, რომლებიც ძალიან ეფექტური იყო. ისინი ასე ამბობენ, ობამამ მოგვცა ზეწრები და ტრამპმა „ჯაველინები“. იმის თქმა მინდა, რომ მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ომი არ იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უარი თქვან 4 ოქტომბერს თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასა და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, ვიდრე ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს. ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!“ – ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.აღნიშნული ოპოზიციური პარტიები არიან: „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.

ზაზა თავაძე – „ოცნების“ რეჟიმი დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს, „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებულ რამდენიმე კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარეობს უკიდურესად არასამართლიან, „ოცნებაზე“ მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში, რაც უხეშად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი არჩევანის უფლებას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა.თავაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ.„ოცნების“ რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით კვლავ აპირებს, გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება. ე.წ. ხელისუფლება  ცდილობს, რეალურ კონკურენციასა და სამართლიან პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს ხალხისთვის მოპარული ფულისა და  ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასახანგრძლივებლად. კერძოდ: საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ; ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური „გაწმენდილია“; განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს; დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია: მათ შორის „რუსული კანონის“ უფრო მძიმე ვერსიის მიღებით; საერთაშორისო მონიტორინგი, პრაქტიკულად, გაუქმებულია — ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ არის მოწვეული; ამომრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. მიმდინარეობს რეპრესიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ, ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და, ასევე, გაყალბებაში“, – განაცხადა თავაძემ.მისივე თქმით, რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები „გახარია საქართველოსთვის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.„რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად,  ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ფოთი, ლანჩხუთი და კახეთი ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე.  კერძოდ, სამსახურის დაკარგვით,  ბიზნეს საქმიანობის ხელშეშლით და სხვადასხვა მუქარით რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე. „ოცნების“ რეჟიმი  ცდილობს დარღვევების მხილების სივრცე სრულად დახუროს, ქმნის ილუზიას, თითქოს პრობლემები არ არსებობს. ხელისუფლების საბოლოო მიზანია, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამ ფონზე, არჩევნების, როგორც დემოკრატიული ცვლილების მექანიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი გამოცხადებაა, რამაც არჩევნების გაყალბების მასშტაბი უნდა გადაწონოს. სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ერთად აწარმოებს დაშინების და ბულინგის კამპანიას. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს: არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ ოცნების რეჟიმთან მარტო“, – განაცხადა ზაზა თავაზემ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სამხრეთით, ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო

ისრაელი ძალიან წუხს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ნასერის საავადმყოფოში მომხდარი ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.„ჩვენი ომი არის „ჰამასის“ ტერორისტებთან. ჩვენი სამართლიანი მიზნებია „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.როგორც „როიტერი“ წერს, ნასერის საავადმყოფოზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი, რომლებიც მუშაობდნენ ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა „როიტერი“, „ესოშიეითიდ პრესი“ და „ალ ჯაზირა“.

კახა კალაძე – წარმოუდგენელია სხვისი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ქვეყანა, „ქართული ოცნება“ მსგავს გადაწყვეტილებებზე ხელს არ მოაწერს

სამართლიანი დამოკიდებულება და შეფასება როდესაც არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა – საქართველო არის წინ, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ახორციელებს რეფორმებს და შედეგებიც ვნახეთ. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ, კანდიდატ ქვეყნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის მიერ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და 38-ე ადგილზე გავიდა.„რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეუქცევადია, მაგრამ როგორც კი შემოდის პოლიტიკური ნარატივი ზოგიერთი ევრობიუროკრატის მხრიდან, მაშინვე არის არასამართლიანი შეფასება. ზოგადად, მათი შეფასებები დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისწამებაზე, არასწორი ინფორმაციების გავრცელებაზე. სამწუხარო რეალობაა ორმაგი სტანდარტი ძალიან ხშირ და ბევრ შემთხვევაში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი ორი რამ არის: ერთი – საქართველო არ ჩაერთო ომში, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს, უკრაინას შეხიდებოდა და ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო; მეორე – ქვეყანა არ შეუერთდა იმ ფინანსურ სანქციებს, რომლებიც დამღუპველი, დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქართული ეკონომიკისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ აქვს, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს.„ომი რას მოუტანდა ჩვენს ქვეყანას, ამის ახსნა-განმარტებას არ დავიწყებ. უკრაინა არის ამის „კარგი“ მაგალითი. როგორ შეიძლება, ვინმეს მოეწონოს ის უბედურება, რაც უკრაინაში ტრიალებს? მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სრული კატასტროფა მიიღო ქვეყანამ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული სოფლები, ქალაქები, ინფრასტრუქტურა, დაღუპული ადამიანები. უმძიმესია ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრძელდება შემოტევები, თავდასხმები, მუქარები, რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი პოლიტიკით აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახა კალაძემ ასევე უპასუხა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს ინტერესი არ გაიცვლება.„მიზეზები ავხსენი, რა არის მათი მთავარი მოტივაცია. შემოტევა, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს დასჯის მცდელობა გრძელდება. ვიზალიბერალიზაციაში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესი არ და ვერ გაიცვლება. ეს არის ჩემი და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ ბიუროკრატებს იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ. თითქოს დღე და ღამე არ სძინავთ ქართველ ხალხსა და საქართველოსთან დაკავშირებით ფიქრში. ეს აბსოლუტურად ყალბი დამოკიდებულებაა. რეალურად, ამის უკან დგას ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, შეუერთდეს სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ვერც ამერიკელი, ვერც ევროპელი და ვერც რუსი ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებს. მათ აქვთ ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ აქვთ საკუთარი ინტერესი. შესაბამისად, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, რადგან საქართველო ჩვენი სამშობლოა. წარმოუდგენელია გარედან ვიღაცების დავალებების შესრულება, თან ისეთი დავალებების, რომლებიც, იცი, რომ დამანგრეველი, დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის, ასევე, მათი ინტერესების გატარება, რომელსაც შეეწირება ეს ქვეყანა და მისი ინტერესები. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამაზე წამსვლელი არაა და ხელს არ მოაწერს მსგავს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში უსამართლობასა და ტყუილზეა დაფუძნებული.„შინაარსი ხომ აქვს მოთხოვნებს? ეს მოთხოვნები დაფუძნებულია ტყუილზე, უსამართლობაზე. რომელ პოლიტიკურ პატიმრებზე მესაუბრებით, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ესროდნენ პოლიციელებს? ცოცხლად რომ წვავდნენ, ქვებს ესროდნენ? მოძალადეს ასაკი არ აქვს. როდესაც ხარ დამნაშავე, ისვრი ქვას, ხელკეტს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, შეურაცხყოფას აყენებ და შემდეგ გაქვთ მცდელობა, ასეთი ადამიანი გმირად გამოიყვანოთ? ეს არის რეალობა. ვერ ხვდებით, რა ვითარებაა ზოგადად ქვეყანაში და მსოფლიოში. ამიტომ ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ და ამიტომაც გაქვთ საზოგადოების მინიმალური მხარდაჭერა, ხართ უმცირესობაში. სწორ ანალიზსა და შეფასებებს თუ გააკეთებთ, მიიღებთ პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა შეადგინეს

„პროექტის ფარგლებში GIS სისტემაში შეიქმნა ნიადაგის დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოსდაცვითი გადამჭრელი ღონისძიებების განხორციელების, ბუნებრივი წყლების, ნიადაგებისა და სასურსათო პროდუქტების სისუფთავის დადგენის საკითხებში, რაც უშუალო კავშირშია რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან, ხოლო ფიტორემედიაციის განხორციელება მაღალმთიან რეგიონში და თანაც ღია გრუნტის პირობებში ნამდვილად ინოვაციურია, რადგან ასეთი კვლევები პირველად ჩატარდა რეგიონში. ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების შემდეგ შესაძლებელი იქნება გარემოს დაბინძურებილ უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც უდაოდ პროექტის დიდი წარმატებაა და რაც უდაოდ დიდ გავლენას მოახდენს მიმართულების სფეროზე და მის განვითარებაზე”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ლალი შავლიაშვილი აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუ-ის მეცნიერ-მკვლევართა ჯგუფმა ლალი შავლიაშვილმა, მარიამ ტაბატაძემ, ეკატერინა შუბლაძემ და გულჩინა კუჭავამ საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ამბროლაურსა და ლენტეხში ბუნებრივი წყლებში, ნიადაგებსა და სასურსათო პროდუქტებში დარიშხანის კონცენტრაციის დონის გამოვლენისა და შეფასების მიზნით კომპლექსური კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყალის ჰიდროქიმიური შედგენილობისა და დაბინძურების კლასიფიკაცია.როგორც პროექტის ხელმძღვანელი ლალი შავლიაშვილი აცხადებს, განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, შედგა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ნიადაგების დარიშხანით დაბინძურების რუკა და გამოვლინდა დაბინძურების ცხელი წერტილები, ხოლო დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგებზე მოხდა ფიტორემედიაციული ბიოტექნოლოგიის დანერგვა და მისი ეფექტურობის დადგენა ნიადაგის გაწმენდის მიზნით.ლალი შავლიაშვილის თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საველე სამუშაოები, კერძოდ, აღებული ნიადაგის ნიმუშების ტრანსპორტირება საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) მეთოდიკით და ასევე, ლაბორატორიული კვლევა ISO და US EPA სტანდარტული მეთოდიკებით, მოხდა.„საქართველოში დარიშხანით დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ათეული წლების მანძილზე მიმდინარეობდა დარიშხანის მადნების მოპოვება, გადა­მუ­შავება და დარიშხანშემცველი ნაერთების წარმოება. დღეისათვის ორივე საბადო დაკონსერვებულია და დარიშხანის წარმოება არ ხდება, მაგრამ მომავალ თაობებს მაინც რჩებათ დაბინძურებული ნიადაგები. დღემდე სოფლებში - ურავი და ცანა, სამთოქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე ინახება საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი დარი­შხ­ანის წარმოების შედეგად დარჩენილი ტოქსიკური ნარჩენების (4-9 % თეთრი დარიშხანის შემცველი 130 ათას ტონაზე მეტი, რასაც ემატება რუსეთიდან შემოტანილი ათასობით ტონა დარიშხანშემცველი ნარჩენი მათ შორის, ღია ცის ქვეშ მიმობნეული) დიდი პარტიები. დაბინძურების მთავარ წყაროდ მიგვაჩნია ის ნიადაგები, რომლებიც განთავსებულია უშუალოდ დარიშხანის გადამამუშავებელი საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. სასურსათო პროდუქტებში As-ის განსაზღვრის შედეგები გვიჩვენებს, ყველა პროდუქტში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) დარიშხანის შემცველობა აღემატება ზდკ-ს, განსაკუთრებით მაღალია ეს შემცველობები ხახვში, კარტოფილში, სტაფილოში, ვაშლში, ყურძენსა და ლობიოში. შედარებით ნაკლებია დარიშხანის შემცველობა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აღებულ სასურსათო პროდუქტებში, ზოგიერთ პროდუქტში დარიშხანის შემცველობა უმნიშვნელოდ აღემატება ზდკ-ს (ხახვი, ვაშლი, ყურძენი და ლობიო)“, - განაცხადა შავლიაშვილმა.სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, დაბინძურებული ნიადაგის აღდგენაში მცენარეებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით ნიადაგისა და წყლის მავნე ნივთიერებებისგან გაუვნებელყოფას დიდი როლი აქვს. როგორც ჯანიკაშვილი აცხადებს, ფიტორემედიაციული მეთოდებით, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ტოქსიკანტი, შეიძლება იქნას მოცილებული გარემოდან, რადგან ახლოსაა ზედაპირთან, შესწევს შეუქცევადობის უნარი, არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს, ფარავს დიდ ზედაპირებს, ამავე დროს, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და არაა ძვირად ღირებული, ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოყენება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.„საგრანტო პროექტის - „რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის ბუნებრივი წყლების, ნიადაგების და სასურსათო პროდუქტების დარიშხანით დაბინძურების კვლევა და ნიადაგის ფიტორემედიაცია“, ფარგლებში, ნიდაგის ფიტორემედიაციისა და ფიტომიგრაციის მიზნით შერჩეული იყო სხვადასხვა ჯიშის კოსმოპოლიტური მცენარეები, რომლებიც კარგად ეგუებიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს: ჯიჯლაყა-Amaranthus gangeticus, თეთრი ნაცარქათამა-Chenopodium album და მზესუმზირა- Helianthus annuus. ფიტოექსტრაქციისას მცენარეები ნიადაგიდან და წყლიდან დამაბინძურებელს ითვისებენ და ინახავენ მცენარეთა მოსავლიან ბიომასაში. ჰიპერაკუმულატორი მცენარეების მიერ შეთვისებული ლითონის კონცენტრაცია საშუალოდ 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი მცენარის სახეობებში. ჩვენს მიერ შერჩეული მცენარეები მიეკუთვნებიან ჰიპერაკუმულატორებს. ჯიჯლაყა დარიშხანით დაბინძურებულ ნიადაგზე ერთ თვეში-ზრდის პერიოდში ნიადაგს დარიშხანისაგან ასუფთავებს 72-81%-ით“, - აცხადებს მიხეილ ჯანიკაშვილი.

ბოლო სიახლეები