ორშაბათი, აპრილი 14, 2025

დონალდ ტრამპი – აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ირანთან და ეს უკვე დაიწყო. შაბათს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა უფრო სასურველი იქნებოდა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის კმ15-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის კმ15-კმ21 მონაკვეთზე, ქვის ცვენის გამო დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შალვა პაპუაშვილი – „გრანტების შესახებ“ კანონი მოგვცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე გახდეს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა და ვნახოთ, სხვადასხვა დაფინანსებისთვის რა განაცხადები ექნებათ დონორებს

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ თანხმობას გრანტის გაცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, მას არაფერი აქვს დასამალი.„რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას, როგორც იცით, შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღებას და თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი აქვს დასამალი ხალხის მიმართ და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება, მხარდაჭერილი როგორც იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან.ამავე დროს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არსებობდა, გამჭვირვალე გახდეს და ვნახოთ, რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობსნ არაკეთილსინდისიერი დონორები, მაგალითად ევროპის დემოკრატიის ფონდი, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდით ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ ეს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ, რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან, ზუსტად ამ ფულით.შეგახსენებთ, არჩევნების წინ, რამდენიმე „ენჯეოს“ გავლით უცხო ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები ერეოდნენ საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არაერთი ფაქტით და განცხადებით დადასტურდა, რომელიც ჩვენ მაშინ გვესმოდა სხვადასხვა პირისგან. მათ შორის, შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც, პირველად ისტორიაში, მოაწყო არა ოპოზიციამ, ანუ იმ სუბიექტმა, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში, არამედ მოაწყეს „ენჯეოებმა“, დააფინანსეს უცხოური ფულით. ასე რომ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ის არაკეთილსინდისიერი წარმოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და არასათანადო ჩარევას, ასეთი პროექტები იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.„გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, „აკრძალული გრანტის“ მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლები იქნება განსაზღვრული.

დიდი ორშაბათი – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.დიდი ორშაბათი დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილი სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების ჩვენებით ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისაკენ, სულგრძელობისაკენ, სიმშვიდისაკენ, მოთმინებისაკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისაკენ და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყანაზე გავრცელებითა და რჩეულთათვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს მათ (მთ. 24,14-22).

უკრაინამ რუსეთთან ომში 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგა – ზელენსკი

რუსეთთან ომში, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 100 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.ამასთან ერთად, რუსულ აგრესიას უკრაინის 13 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომს ექვსასზე მეტი ბავშვი შეეწირა.გარდა ამისა, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე სასწავლო დაწესებულებებზე 1700 და სამედიცინო დაწესებულებებზე 780 იერიში მიიტანა.„ჩვენი ხალხი ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ამაზე მაღალი ფასი არ არსებობს. ჩვენ მთელი ჩვენი ფული, ყველაფერი, რაც გვაქვს ფინანსური თვალსაზრისით, გავიღეთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლეები გავიღეთ“, - დასძინა ზელენსკიმ.

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.

ბოლო სიახლეები