ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ირანს სურს ნებისმიერი მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანელები დათმობაზე წავიდნენ ბირთვულ საკითხში.
,,მათ [ირანელებმა] წინადადება წამოაყენეს, და მე ის უარვყავი,” – განაცხადა ტრამპმა.
ერთი-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც აქამდე იყო, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს ,,პოზიტიური და კონსტრუქტიული” განხილვები, მათ შორის ბირთვულ საკითხზე.
ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ერთ კვირაში, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობის გაყოდვაზე სანქციებს გააუქმებს და მთელ რეგიონშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს.
Axios-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, 22 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ გააგებინეს, რომ ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ამიტომ არ შეუძლია მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წამოყენება.

