დოდო გუგეშაშვილმა თავდასხმის დეტალები გაიხსენა. მან ამის შესახებ იმედის კვირასთან ილაპარაკა.
დაკითხვის შემდეგ გუგეშაშვილმა მკვლელის ვინაობა ვერ დაასახელა. მან ბოროტმოქმედის მხოლოდ სავარაუდო სახელი იცის.
როგორც გუგეშაშვილი იხსენებს, კაცი მას ზურას სახელით დაახლოებით 11 თვის წინ გაეცნო და ქარვის ბიზნესში დახმარება სთხოვა.
გუგეშაშვილებზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).