ხუთშაბათი, ნოემბერი 19, 2026

დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, მაკრონი მოსკოვში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მაისში ვიზიტით რუსეთს ეწვევა. ინფორმაცია რუსულ მედიას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დაუდასტურა.

კითხვაზე შედგება თუ არა მაკრონის ვიზიტი მოსკოვში „სკრიპალის საქმის“ ფონზე, ლე დრიანმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ვიზიტი იგეგმება“.

სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულიას მოწამვლის გამო, საფრანგეთი ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის სანქციებს შეუერთდა და ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი-ნანგრევებში 3 წლის თაიას დას ეძებენ

ფონიჭალაში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში მეხანძრე-მაშველები ბავშვს, სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაიას დას ეძებენ. 7 წლის ნუცა ნანგრევებში დედასთან ერთად მოყვა.ახალგაზრდა ქალის, ნინო ჭელიძის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოასვენეს.ამ დროისთვის ნანგრევებში 5 ცხედარია ნაპოვნი.

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობადამაკმაყოფილებელია.ექიმის ცნობით, ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით, გოგონას რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოუვლინდა.ასევე, ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ინგოროყვას კლინიკაში შეყვანილია კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი, რომელთა მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია.„ინგოროყვას კლინიკაში შემთხვევის ადგილიდან შემოსულია სამი პაციენტი. ამ ეტაპზე დედა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე, რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მისი მდგომარეობაც შედარებით დამაკმაყოფილებელია, განაგრძობს მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ერთი საათის წინ შემოვიდა სამი წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ჩატარებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მონაცემებით რაიმე მწვავე ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა“, – განაცხადა ექიმმა.დღეს, დილით ფონიჭალაში გაზის აფეთქებამ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ორი – გარდაცვლილი, ხოლო ოთხი პირის მიმართ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თეიმურაზ მღებრიშვილი – ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული – ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს

3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის ბავშვის დედა. მისივე თქმით, 3 წლის თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს.ბავშვის ამოყვანას ტაშით შეხვდა ადგილზე მყოფი საზოგადოება. ბავშვი, მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 4 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ერთი მცირეწლოვანია.

ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა.მისივე თქმით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები."გამოძიება არის დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. ადამიანების ბედის შესახებ ეტაპობრივად გახდება ჩვენთვის ცნობილი.პარალელურად, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, სამაშველო სამსახურთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად წარმოუდგენელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.ადგილზეა საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურა, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ყველა ინფორმაციის მოძიება, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბოლო სიახლეები