საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქალთა სავალდებულო კვოტირებას არ ეთნხმება და აცხადებს, რომ „ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იქნას გამოყენებული“.
მისივე განცხადებით, „ასეთი კვოტირებით მათ არათუ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვაყენებთ, არამედ, პირიქით, შეურაცხვყოფთ“.
„უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მანდილოსნების მიმართ, მაგრამ ვფიქრობ შეურაცხმყოფელია, როდესაც მათ წინასწარ დაჯავშნულ ადგილებს ვთავაზობთ. ისინი არაფრით ჩამორჩებიან საპისპირო სქესს. იმისათვის რომ პარლამენტში და არა მარტო პარლამენტში მოიპოვონ საკუთარი ადგილი, მათ არ სჭირდებათ წინასწარ ხელოვნური დაგეგმარება და საერთოდ, რა შუაშია სქესი? ინდიკატორად არა სქესი, არამედ, ჭკუა, გონება და გამოცდილება უნდა იყოს გათვალისწინებული პარლამენტშიც, მთავრობაშიც და ყველგან. მითუმეტეს იქ, სადაც მაღალი პასუხისმგებლობაა და სადაც ქვეყნისთვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტი სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს იხილავს.