ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024

დიმიტრი ხუნდაძე: ნიკა მელიამ პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს – ეს მიუღებელია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნიკა მელიას, როგორც დეპუტატს და პარტიის ლიდერს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს.

„ნიკა მელია ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებს საზოგადოებას იმისა, რომ კანონმდებელი არ იცავს კანონს. ასევე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი და ვფიქრობ, მას როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. მან პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს – ეს მიუღებელია, რადგან ჩვენ გვაქვს განაცხადი და არა მხოლოდ განაცხადი, რომ ჩვენ უნდა შექვმნათ სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ფუნდამენტის დაზიანება არის დაუშვებელი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.

16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ?

რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ? პირველი, მათ არავითარი სერიოზული მტკიცებულება არ გააჩნიათ და ამის შესახებ ვინ თუ არა მათ ნამდვილად იციან! მეორე, ელოდებიან დამატებით ინსტრუქციებს უცხოეთიდან, შესაბამისად იმის მიხედვით იმოქმედებენ, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი. “რატომ არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან ის სუბიექტები და ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებში დარღვევების შესახებ საუბრობენ? პირველი, მათ არავითარი სერიოზული მტკიცებულება არ გააჩნიათ და ამის შესახებ ვინ თუ არა მათ ნამდვილად იციან! მეორე, ელოდებიან დამატებით ინსტრუქციებს უცხოეთიდან, შესაბამისად იმის მიხედვით იმოქმედებენ. ამასობაში, დრო გადის და ცესკო არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს, პარლამენტიც შეიკრიბება, საქართველოში ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება, მალე, სულ მალე, ამერიკაშიც საპრეზიდენტო არჩევნები იწყება... აი, დარღვევებს მანდ უყურეთ, აი, სად არ აიყვანს დედა შვილს, საქართველოზე ტლიკინის მაგივრად, ამაზე თუ უფიქრიათ, ზოგიერთ უთავმოყვარეო უცხოელს?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ზურაბიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში ყველა იმ ადამიანივით დარჩება, რომელიც ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და პროკურატურაში მტკიცებულება ვერ მიიტანა – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს პროკურატურის შეეშინდა, ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არც ზურაბიშვილს და არც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ ექნებოდათ, გამოგონილი აღქმებით დაიწყებდნენ მობილიზებას, რომ როგორმე ხალხი გამოეყვანათ. ახლა როდესაც ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და უთხრა, მიბრძანდით და მიიტანეთ მტკიცებულებებიო, პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქ ვერ მივა, რადგან ვერც განცხადებებში და ვერც საჯარო სივრცეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიიტანა. პროკურატურის შეეშინდა, იქ ხომ ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო, რწმენა მაქვს ასეთიო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა და არ აპირებს მისვლას ზურაბიშვილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოება დაინახავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ახირება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასერიოზული და დამცინავიც არის. „ბურთი და მოედანი როდესაც გაქვს, პროკურატურამ გამოძიება დაიწო ზუსტად ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის თხოვნის და მოთხოვნის საფუძველზე, თითქოს გაყალბდა ასი ათასობით ხმები, პროკურატურაში არ მიდიან და მტკიცებულებები არ მიაქვთ. წავიდა ის დრო, როდესაც რაღაც რწმენაში ხარ და აღქმები გაქვს, ტანში ჟრუანტელით გრძნობს, მერე ვერ გაიგებ და თენგოც ვეღარ გვეტყვის ვერაფერს, ასეთი დრო უკვე წავიდა. ზურაბიშვილი ისევე დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და შემდეგ მტკიცებულება ვერ მიიტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. „უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, - აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციასა და “ენჯეოებზე”: ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიოს – დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან,...

ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. კინო აღარ არის, ეს უკვე სერიალია, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ვხედავთ. ყოველ ჯერზე განცხადებები და ნული მტკიცებულება, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც კეთდებოდა. „გაიხსენეთ 2018 წელი, პირადობის ყალბი მოწმობების სკანდალი. ჯერ გამოვარდებიან, იტყვიან რომ რაღაც მოხდა ცუდი, გაყალბდა არჩევნები, ეს საკითხი უნდა გამოიძიოს. დაიწყება გამოძიება და მერე იმალებიან და არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენენ. ეს მეორდება ყოველ ჯერზე. სხვათა შორის, ქალბატონი სალომე ახლა რომ საუბრობს გაყალბებაზე, გაიხსენოს 2018 წელი. ახლა გვერდში ვინც უდგას იქ, შემთხვევით ზუსტად იგივე სახეები, ზუსტად იგივე სახელები, ზუსტად იგივე ბრალდებებს ხომ არ უყენებდნენ? ქალბატონი ეკა გიგაური, „საია“, სხვები - ზუსტად ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევნების წინ გამოვიდნენ და თქვეს, რომ დაბეჭდილია ყალბი პირადობის მოწმობები. თვითონაც ხომ ძალიან კარგად იცის იმ პირადის გამოცდილებიდან, დაიბეჭდა თუ არ დაიბეჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, არაფერი აქვთ. ჩვენ ხომ ამაზე ვსაუბრობდით, რომ სინამდვილეში არავინ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამას ვხედავდით, იმიტომ რომ კამპანიაც არ ჰქონდათ. ტელევიზორებიდან ვერ გამოძვრნენ, სტუდიებიდან ვერ გამოვიდნენ. მთელი მათი საარჩევნო კამპანია იყო სტუდიური ჩაწერები და უცხოური განცხადებები, სხვა არაფერი. ახდა ყველა სცენარი - არა მხოლოდ ჩვენი, მაკკეინის ინსტიტუტის სცენარიც. საერთო ჯამში, ეს არის ქართველი ხალხისთვის საარჩევნო უფლების წართმევის მცდელობა მანამ, სანამ მათ გემოვნების ჯგუფი არ იქნება საქართველოში სათავეში, სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ფილოსოფია არ დაბრუნდება სათავეში, როგორც ჩანს არ სურთ, რომ მოისვენონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული, მან მისცა ხმა პროსაქართველოს – ტიერი მარიანი

ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელახალი არჩევით, ქართველები ავლენენ მზადყოფნას, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, იდენტობა და მშვიდობა. „ქართველმა ხალხმა უთხრეს „არა“ მოსკოვის ან ბრიუსელის საგარეო გავლენებს“, - დაწერა მარიანიმ.

ბოლო სიახლეები