ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

„დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. ალბათ, ნათელია რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 მისი თქმით, სახიფათო ტყუილია როდესაც ოპონენტები საუბრობენ რუსეთის სანქციებზე და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდაზე, რადგანაც მისი განცხადებით,  სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ. უარეს შემთხვევაში კი ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და რეალობად იქცევა დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. „არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა – სპეკულაცია.  თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.მისი თქმით, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებას ხვალ გეგმავს.7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა. მანამდე, 5 სექტემბერს სერბეთის მმართველი „პროგრესული პარტიის“ (SNS) საბჭომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.ცნობისთვის, ერთ წელზე მეტია, რაც სერბეთში ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები იმართება. 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ნიშნავს ავტომობილის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის ოფიციალურად აღრიცხვიდან მოხსნას და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.სატრანსპორტო საშუალების ჩამოსაწერად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში საჭიროა წარმოადგინოს:🔹 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;🔹  სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები;🔹  სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა.ჩამოწერის პროცედურა სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში არის შესაძლებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე დაამატა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა.შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვა კომპანიების წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე.აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა გენერალური ლიცენზია, რომელიც 23 სექტემბრამდე სანქციების სიაში შეყვანილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების დასასრულებლად აუცილებელი ტრანზაქციების განხორციელებას ნებას რთავს.ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა ლიცენზია, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების თვითმფრინავების დროებით ყოფნას, ასევე ისლამურ რესპუბლიკაში მათი შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეტანის შესაძლებლობას იძლეოდა.ცნობისთვის, 24 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი სანქციების რეჟიმს მკვეთრად გაამკაცრებს და მიზნად ისახავს თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას.ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ მზად იქნება, მეორადი სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს, ქვეყანამ ასევე დაასახელა იმ ბრიტანელი პირების ვინაობა, რომლებსაც ისრაელში შესვლა აეკრძალათ

ისრაელი იერუსალიმში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დახურავს. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ავრცელებს.ისრაელის საგარეო უწყებამ, ასევე, თემთა პალატის 11 დეპუტატსა და ერთ ადვოკატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. The Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის საპასუხოდ იქნა მიღებული.მედიის ინფორმაციით, ისრაელში შესვლას „მწვანეთა პარტიის“ ხუთი, მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ ოთხი და „შენი პარტიის“ ორი დეპუტატი ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ადვოკატ ფაჰად ანსარის.გამოცემის ცნობით, ის დიდი ბრიტანეთის სასამართლოში “ჰამასის” პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენდა.როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრძალვების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შესვლას ის პირები ვეღარ შეძლებენ, ვინც „ანტისემიტურ და ისრაელის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან ჩართულნი, ასევე ისინი, ვინც უარყოფენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობას“.ცნობისთვის, საელჩოს დახურვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედ მილიბანდის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მთავრობა ეთანხმება, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების ეთნიკურ წმენდას ადგილობრივი ტერორისტები ახორციელებენ, ხოლო ამაზე ისრაელის მთავრობა თვალს ხუჭავს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად

მივესალმები ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებას, უკრაინის Patriot -ის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.“ნატო-ს გენერალურ მდივან რუტესთან ერთად, მივესალმები წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკრაინისთვის გამონაკლისზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შეძენაზე.შემდეგი 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გამოყოფა უკრაინას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას თავისი ცა რუსეთის განურჩეველი თავდასხმებისგან. ეს თანხა დაემატება “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” ფარგლებში უკვე გამოყოფილ 8.4 მილიარდ ევროს, მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის.ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად”, - წერს ფონ დერ ლაიენი.

ბოლო სიახლეები