სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა

„დაიწყო წინასაარჩევნო მარათონი და, პარალელურად, დაიწყო რადიკალური ოპოზიციის პოპულისტი და მატყუარა ორატორების რეალური სახის კიდევ უფრო გამოაშკარავება. ალბათ, ნათელია რა იქნება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი მათგან. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომელიც მათი მხრიდან უფრო ინტენსიური და ყოველდღიური გახდება. ეს რომ მხოლოდ უმადურობით მოსდიოდეთ, კიდევ კარგი იქნებოდა, მაგრამ მათ ტყუილი და დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის სჭირდებათ და არა – უკეთესის მიღწევისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

 მისი თქმით, სახიფათო ტყუილია როდესაც ოპონენტები საუბრობენ რუსეთის სანქციებზე და პენსიების 1000 ლარამდე გაზრდაზე, რადგანაც მისი განცხადებით,  სანქციების შემოღების შემთხვევაში ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება და არათუ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, არამედ არსებული პენსიის დარიგებასაც ვერ მოახერხებენ. უარეს შემთხვევაში კი ეს იქნება უკრაინიზაციისკენ გზა და რეალობად იქცევა დანილოვის რეკომენდაცია – დედებისა და ბავშვების მსხვერპლად შეწირვის თაობაზე.

მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა გიორგი ვაშაძის მიერ გამოთქმულ დეზინფორმაციაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა და უკან არავინ დაბრუნებულა. „არადა, სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა – ნაცების დროს, მაშინ, როცა ვაშაძეც ამ მმართველობაში იყო, ქვეყნიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ დროს კი 2400 მოქალაქით მეტი შემოვიდა, ვიდრე – გავიდა. მინდა გითხრათ, რომ არ ვითვლი 2023 წლის მონაცემებს, როცა რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციის ჭარბი შემოდინება შეინიშნებოდა, რომ ეს თემა სასპეკულაციოდ არ იქცეს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი ბავშვების შიმშილობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „ ბევრჯერ მოგისმენიათ უმძიმესი ტყუილი, რომ თითქოს ბავშვები საქართველოში შიმშილით იღუპებიან. თვითონ გაზომეთ ტყუილი – რამდენი ბავშვი იცით საქართველოში შიმშილით დაღუპული? არც ერთი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, მაგრამ UNICEF-სა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე ქვეყანაში 50%-ით არის შემცირებული. ანუ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს 77 000 ბავშვი არასრულფასოვანი კვებით იკვებებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი ნახევარია, ანუ, დინამიკა პოზიტიურია. მაგრამ, ეს პრობლემა პრობლემად რჩება, ამას სჭირდება შრომა და არა – სპეკულაცია.  თუმცა, ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევით არ დამდგარა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოველწლიურად, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად (ჯანდაცვის ხარჯებს არ ვგულისხმობ მათზე), ნახევარ მილიარდზე მეტი იხარჯება. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეს ციფრი იყო – ნული“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კანონპროექტის თანახმად, მსჯავრდებულს ქვეყნის დატოვება არ შეეძლება, ვიდრე დაზარალებულისთვის ზიანის სრულად ანაზღაურება არ მოხდება

მსჯავრდებულს ქვეყნის დატოვება მანამდე არ შეეძლება, სანამ დაზარალებული პირისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება არ მოხდება. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შედის.დღეს მოქმედი კანონით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები. კერძოდ, მოქმედი კანონით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას ქვეყნიდან დროებითი გასვლისთვის – საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემასა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილია განაჩენი, რომლითაც მას აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა.კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით, აკრძალული აქვს, საქართველოდან გასვლა და მას ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი არ წარმოუდგენია იმის თაობაზე, რომ მან დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხადა, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურა, ან დაზარალებული უარს აცხადებს კომპენსაციის გადახდაზე/კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებაზე.ცვლილებებით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქისთვის ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლებიც. ამ შემთხვევაშიც, ზემოთ აღნიშნული, ანალოგიური წესი იმოქმედებს, რაც კომპენსაციისა და ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონში დამატება კეთდება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისთვის, მოქალაქის პასპორტის გაცემასა და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ არის დაკმაყოფილებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი.„პროექტის მომზადება განპირობებულია პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ზიანის მიმყენებლის მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის იქმნება სამართლებრივი ბერკეტი, რომ მსჯავრდებულს არ შეეძლოს ქვეყნის დატოვება მანამ, სანამ არ მოხდება პირისთვის მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ანაზღაურება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა

ემილია, ანა-მარია, ნია, ელენე და სოფია - ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს... ტრაგედიამ საქართველო შეძრა.6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.დედა, მამა და ხუთი პატარა გოგონა ზუგდიდში დევნილთა დასახლების ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ბებიასთან იყვნენ სტუმრად. როგორც ამბობენ, ბებიამ შეშის ღუმელში ცეცხლის დასანთებად ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი შეასხა, ცეცხლი უცებ აალდა და ხის სახლს სწრაფად მოედო. სახლი თითქმის 10 წუთში დაიფერფლა. ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.დედა ენგურს აქეთ, ზუგდიდის კლინიკაში იწვა, მამა ცოლის სანახავად იყო წასული.ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადასცეს. სოციალურ ქსელში გაიხსნა ანგარიში სადაც ვიტალისა და ქრისტისთვის თანხა გროვდებოდა.უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ქრისტი ისევ გახდებოდა პატარა ანგელოზის დედა...ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც დაღუპული პატარების დედა ამბობს, რომ მიიღო მეუღლესთან განქორწინების გადაწყვეტილება. ამასთან, ქრისტინე ამბობს, რომ თანხა, რომელიც მათ ანგარიშზეა ჩარიცხული, სურს გადასცეს ისეთ პიროვნებას, ვისაც სურს ჰყავდეს შვილი და ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.„ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი ანგელოზების მერე პატარა უნდა მყოლოდა. მაგრამ ჩემს შვილებს ვერცერთი შვილი ვერ შემიცვლის. მე ისეთი ტკივილი მაქვს გულში, რომ ახალდაბადებულ ბავშვს ვერ ვაგრძნობინებ ამ ტკივილს. არ მინდა ახალდაბადებული ბავშვი დავტანჯო. რაც შეეხება თანხას, რომელიც არის, მინდა, ჩემი პატარების სახელზე, პატარა ანგელოზი დაიბადოს და გადავცე სხვა მშობლებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. ძალიან მინდა, რომ ჩემი ბავშვების სახით, პატარა ანგელოზი დაიბადოს,- ამბობს ქრისტინე სორდია. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მან განმარტა, აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი – თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე, არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კახელებს შეურაცხყოფას აყენებს და ჩმორებს უწოდებს: მონობა სისხლში გაქვთ. უფხო და უნიათო ხალხი ხართ

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კახელებს შეურაცხყოფას აყენებს.ამასთან, მაჩალიკაშვილი კახელებს ჩმორებს უწოდებს„კახელებო, ვერასდროს წარმოვიდგენდი ამხელაზე უმოქმედოდ თუ ვიქნებიდით. დღეს ერთ ერთი რეგიონია კახეთი, ვისაც ამ დიდი მაშტაბის უსამართლობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვის უნარი არ გააჩნიათ. მე მოკიბ, მიკივიბის გარეშე გეტყვით, სისუსტე სისხლში გაქვთ. უფხო და უნიათო ხალხი ხართ 70%. 2010 წელს ყურძნის ჩასაბარებელი ფასი იყო 1 ლ 20 თეთრი. როცა დოლარი ღირდა 1ლ 60 თეთრი. დღეს 2025 წელს როცა დოლარი ღირს 2, 70 ყურძნის ჩასაბარებელი ფასია 1 ლ. როცა, დანარჩენ ყვალა სახის პროდუქცაიაზე 1000% არის ფასები გაზრდილი.მე ეხლა რა მაინტერესებს, გეტყვით და კითხვა უნდა დაგისვათ, რამ გამოიწვია ასე თქვენი დაჩმორება?იქნებ მიპასუხოთ, მართლა კაცურად, არა ისე როგორც გჩვევიათ უაზრო ბლაყუნი და ბიძინას ერთი ადგილის ამოლოკვა. კახეთი ვაზის მხარეა, და კახეთის ღირსშესანიშნაობებს ყურძენი და ვაზია.ჩვენ კი კახელებმა, ეს ყვეფაფერი ლაფში ამოსვარეთ, ვაზიც და მხარეც,მარტო იმის გულისა ბიძინას ერთი ადგილი გადაგერჩინათ.მე გეტყვით, მას ბიძინას სულ ერთ ადგილას კიდივართ, ჩვენც და ჩცენი ჩვენი ვაზიც, აი ესაა სრული სიმართლე და რიალობა, არ მიწყინით კახელებმა, მეც თავად კახელი ვარ.

15 წლის თამარს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

დახმარების თხოვნა! გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი, თუნდაც ვერ ახერხებთ დახმარებას – ესეც დიდი მხარდაჭერაა! მე ვარ მარტოხელა დედა და ჩემი 15 წლის შვილი, თამუნა, მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის დეტალური გადაღება და ხანგრძლივი მკურნალობა.ჩვენ ქირით ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და ახლა მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს. გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი შვილის გადასარჩენად – თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს!დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – #GE39BG0000000589168699თიბისი ბანკი – #GE81TB772294506810004833001026789 გაბუნია ქრისტინე თუკი არ შეგიძლიათ თანხით დახმარება, ძალიან გთხოვთ მაინც გააზიაროთ ეს პოსტი – იქნებ ვიპოვოთ კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია პატარა თამუნას იმედის მიცემა...

ბოლო სიახლეები