სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: „მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებული ვირუსული პანდემიის და დაინფიცირებული პაციენტების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძიმე პაციენტების მართვის კუთხით კლინიკური გამოცდილება საკმაოდ მაღალია, ვიდრე ეს იყო პანდემიის დასაწყისში.
„ნახევარ წელზე მეტია ჩვენ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. საკმაოდ უარესდება ვითარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ჩვენს სამეზობლოში, რაც საქართველოს დაინფიცირების საერთო მაჩვენებელი აქვს, ზოგიერთ ქვეყანას, პრაქტიკულად, ამაზე მეტი მაჩვენებელი აქვს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან ეს არის გლობალური პრობლემა და ერთი ცალკე აღებული ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების, პრეკრიზისული და კრიზისული ფაზა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღესაც მნიშვნელოვნად დაბალია, თუმცა ერთი გარდაცვალებულიც საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. მთელი მსოფლიო მეორე ტალღის პირისპირ დგება, 218 ქვეყანაა დაინფიცირებული და ყველგან არის გარკვეული მზადება. ჩვენ გამოვიყენეთ ის პერიოდი, როდესაც დაინფიცირების დაბალი მაჩვენებელი იყო, იმისთვის რომ უფრო უკეთ მოვმზადებულიყავით შესაძლო მეორე ტალღისთვის. ამ ეტაპზე ვითარება ჩვენს ერთ რეგიონში – აჭარაში საკმაოდ გაუარესებულია, მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი, თუმცა სხვა რეგიონებში ზრდის ასეთი მაჩვენებელი არ გვაქვს. სამწუხაროა, რომ დღემდე ვირუსთან ბრძოლა ვაქცინის გარეშე გვიწევს და ამ კუთხით მსოფლიო დიდ საიმედოს ვერაფერს სთავაზობს მოსახლეობას, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ სწრაფად იქნება ვაქცინა, რომელიც საბოლოო ხსნა და გამოსავალი იქნება.
მძიმე პაციენტების მართვის კლინიკური გამოცდილება საქართველოში ახლა უფრო მეტია. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ როდესაც დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი იყო მაგრამ შეზღუდვები მეტი გვქონდა, და დღეს, როდესაც უფრო მაღალია დაინფიცირების ხარისხი და ნაკლები აკრძალვებია.
ჩვენ საკმაოდ აქტიურად მოვემზადეთ. კლინიკების 80% მზად არის საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს მართვაში. დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა ჩართული ამ პროცესში და 3000 საწოლია მობილიზებული, თუმცა აქედან 836 საწოლია კლინიკებში დატვირთული. ასევე კრიტიკული მედიცინის მედიკოსები გადამზადდა 43 კლინიკაში, ასევე ოჯახის და სოფლის ექიმები, დაახლოებით 2500-მდე სპეციალისტი გადამზადდა, რათა პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, არამედ ბინაზეც, თუ კი მსუბუქი გამოვლენის შემთხვევები იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები