ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი კობახიძეს: მიუხედავად იმისა, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი არ ვარ, მცხეთა ჩემთვის მუდმივი საზრუნავია და გთხოვთ მხარდაჭერას

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

დიმიტრი ხუნდაძემ ქალაქ მცხეთის საჭიროებებზე ისაუბრა და დაინტერესდა, თუ რა ბედი ეწევა კონკრეტულ პროექტებს. „მიუხედავად იმისა, რომ ამ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი არ ვარ, ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია მცხეთა და ამიტომ მინდა ყურადღება გაგამახვილებინოთ რამდენიმე პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი არის მცხეთის ხიდი, რომელზედაც ამ ტრიბუნიდან არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს პროექტი პრობლემური გახდა. დაახლოებით ცხრამილიონიანი პროექტია და დღემდე ვერ დასრულდა, არადა რამდენიმე წლის წინ უნდა დასრულებულიყო. იყო პირობაც, რომ გააქტიურდებოდა ეს მშენებლობა, მაგრამ ბოლო პერიოდში მხოლოდ რამდენიმე დღით თუ გამოჩნდებიან ხოლმე ადგილზე მშენებლები და შემდეგ იკარგებიან. მეორე საკითხი, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის მცხეთის იუსტიციის სახლი. თითქოს ყველა მონაწილე მხარე შეთანხმებულია, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს, მაგრამ აქაც რატომღაც ფერხდება სამუშაოების დაწყება.

აქვე აღვნიშნავ, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, მცხეთას არ ჰქონდა მუზეუმი და ახლა აქვს, მაგრამ მის გახსნასთან დაკავშირებით მინდა თქვენც და თქვენს გუნდსაც გთხოვოთ, რომ დროულად მოხერხდეს მუზეუმის გახსნა, რათა ადგილობრივ მოსახლეობასაც და ტურისტებსაც ვაჩვენოთ ჩვენი დიდი კულტურა და მუზეუმში დაცული არტეფაქტები მხოლოდ შენახული არ იყოს და არ დაზიანდეს.

მცხეთის N1 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრთან კარგი კომუნიკაცია იყო და ამ საკითხზე ვაგრძელებთ მუშაობას. უბრალოდ, მთხოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ეს თემა აქაც გამეჟღერებინა და მათ თხოვნას ვასრულებ.

და ბოლოს, როგორც იქნა პოზიტიურად დაიძრა მცხეთის მორატორიუმის საკითხი. მხარეები შევთანხმდით, რომ საბოლოო დოკუმენტი უნდა ჩამოყალიბდეს. მინდა, გუნდის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, განსაკუთრებით, ბატონ ლევანს, რომელიც ბოლო პერიოდში ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს. ასევე, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ადგილმონაცვლეობისთვის უკვე გამოყოფილია ფართები და პირველივე შესაძლებლობისთანავე ისარგებლონ. გენერალური გეგმა უნდა დავამტკიცოთ და თქვენს გუნდს მინდა ვთხოვო, ეს საკითხი, რომელიც უკვე პოზიტიურ რელსებზეა გადასული, ბოლომდე მივიყვანო,“- განაცხადა ხუნდაძემ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის პასუხით, ყველა დასახელებულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.

„მცხეთის ხიდს რაც შეეხება, აქტიურად გრძელდება სამუშაოები და წლის ბოლომდე დასრულდება მშენებლობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება პროგრესი. იუსტიციის სახლს რაც შეეხება, დარჩენილია „იუნესკოს“ დასკვნა და ამის შემდეგ შეიძლება საბოლოოდ დასრულდეს ეს პროექტი. მუზეუმის გასახსნელადაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და სექტემბრისთვის შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, მათ შორის, ტექნიკის შეძენაც. პირველ სკოლასთან დაკავშირებით გრძელდება მუშაობა. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი გვექნება და სათანადო ვადებში დასრულდება პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მამა გარდაიცვალა, შვილი სიკვდილს ებრძვის…“ – მძიმე ავარია ქუთაისთან

ქუთაისთან, ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტვირთმზიდი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებით ჩანს, რომ შეჯახება ძლიერი იყო.მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, გარდაცვლილი მამაა და შვილი ამ დრომდე სიცოცხლისთვის იბრძვის.

მეუფე იაკობი კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, მილიონები მოიპარა“ – ასეთი რამ მე არ გამიგია – ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები

ასეთი რამ მე არ გამიგია. ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა.მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა, იმ ფოტოზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.„ პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. ჩვენ მეგობრები ვართ, ვმეგობრობთ. ასეთი რამ მე არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არაფერი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.კითხვაზე, სჯერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდების, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ მას ღმერთის სჯერა. ამასთან, ასევე კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროკურატურის ბრალდებაზე მას და ღარიბაშვილს შეხვედრისას არ უსაუბრიათ, რადგან „ეს სასაუბროც არ არის”.„მე ღმერთის მჯერა. არაფერია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ვნახოთ. რა უნდა ეთქვა? ეს სასაუბროც არ არის, რა თემაა…. წადით, პროკურორს ჰკითხეთ. რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ვიცი. მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების გამო საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღოს, სასულიერო პირი ასე პასუხობს: „მე? ვინ უნდა მითხრას? რა საპატრიარქოში, კარგით, რა…”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.რც შეეხება სუს-ის ყოფილს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ლილუაშვილს არც იცნობს. ნაცნობობაც არ მქონდა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული

გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის, მოველით რომ ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.აღინიშნება, რომ საქართველოს დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე გერმანიამ თავისი ელჩი, პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს ქვეყნიდან გაიწვია.7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ “ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.” სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა “ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის.”სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პეტერ ფიშერი, რომელიც საქართველოში 6 ნოემბერს დაბრუნდა, “თავის ერთგულ მუშაობას გააგრძელებს.” მისი თქმით, ასევე საუბრები გაიმართა საქართველოს მთავრობასთან.“ახლა საქართველოს მთავრობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. ჩვენს შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ,” - განაცხადა სპიკერმა.

ილია ჭავჭავაძემ მოგვცა სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა – ჩვენ სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან,...

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადების 188-ე წლისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა."შემთხვევითი არ არის, რომ ერეკლეობა და ილიაობა მიმდევრობით აღინიშნება. ერეკლე ჩვენი ბოლო დიდი მონარქი იყო და ილიას წილად ხვდა, მისი საქმის გაგრძელება - რომ ქართული სახელმწიფო, ერთიანი ქართველი ერი და სახელმწიფოს იდეა განევითარებინა და დაემკვიდრებინა თითოეული ქართველის გულსა და გონებაში. მან მოგვცა სამი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც ჩვენს მთავარ ეროვნულ სალოცავად და ხატად იქცა.  ეს არის ის, რითაც ჩვენ ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფოებრიობას შევინარჩუნებთ. ჩვენი ქართული სახელმწიფო განუყოფელია ამ სამი საუნჯისგან, როგორც კი ერთს დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს სახელმწიფოსაც და ეროვნულ იდენტობასაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.დამსწრე საზოგადოებას ილიაობა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.მათ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს და „ილიას გორაზე“ ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

„ცუდი სიზმარი გადაივლის და ჯანმრთელები, ბედნიერები დაბრუნდებით სახლში“ – სანდრო ელოშვილმა 6 თვის ნინასთვის 143 ათას ლარზე მეტის მოგროვება შეძლო

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არაერთი ოჯახი გაახარა.გამონაკლისი არც მისი ბოლო პოსტია, სადაც წერდა, რომ მისი მეგობრების შვილს, 6 თვის ნინა ჩაჩუას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფინანსური დახმარება, 110 000 დოლარის ოდენობით ესაჭიროება.კეთილი ადამიანების დახმარებით სანდრო ელოშვილმა აღნიშნული თანხის ნაწილის მოგროვება შეძლო და ნინას მშობლებს დღეს 143 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.  „დილა მშვიდობისა! პირველ რიგში ბოდიში, რომ გუშინ მთელი დღე გაწვალე და არ გითხარი რამდენი შეგროვდა, მხოლოდ შენს გამო, რადგანაც დაახლოებით ვხვდები რა რთული შეიძლება იყოს უცხო ქვეყანაში, შენს ექვსი თვის პატარასთან ერთად იყო კლინიკაში გამოკეტილი და შენი ყოველდღიურობა იყოს შენი პატარა პრინცესის ანალიზები, პასუხები, ფურცლები, საბუთები, წამლები, პალატები, ექიმები… იმის მაგივრად, რომ შენს თბილისში, ყოველ საღამოს ბავშვთან ერთად სეირნობდე… ამიტომაც მინდოდა ამ ყველაფრისთვის ისეთი ფორმა მიმეცა, თუნდაც რამოდენიმე წუთით, დილით, რაც ყოველთვის რაღაც ახლის და იმედის ნიშანია, ბედნიერებისგან გაგეღიმოს! შენი მეგობრების და ოჯახის წევრების მაგივრადაც მე გიხდი ბოდიშს, ისინი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ავიყოლიე და ჩემი თხოვნით დაგიმალეს, თუმცა დამიჯერე, განურჩევლად სქესისა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ, როცა იგებდნენ თუ ხედავდნენ, თუ როგორ მიიტანა შენი ამბავი გულთან ათასობით ადამიანმა… მართალია ეს სრული თანხა არ არის და მესმის 110 000 $-მდე კიდევ ბევრია, მაგრამ ზუსტად ვიცი სიმშვიდეს მოგგვრის და იმ მოტივაციით და ენერგიით აგავსებს, რომელიც ასე გჭირდება ახლა! დამიჯერე, ცალკე სიამოვნებაა იმის წაკითხვა, რაც წერია ჩარიცხვების დანიშნულებაში, რამდენი კეთილი სურვილი და ლოცვაა შენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან… ეს ცუდი სიზმარი რომ გადაივლის და ჯანმრთელები და ბედნიერები დაბრუნდებით სახლში, მერე მთელი ერთი დღე გამოვყოთ და წავიკითხოთ, რადგანაც ამას ერთი და ორი საათი არ ეყოფა!  სიამოვნებით შევხედავდი ახლა შენს სახეს, როცა შეტყობინებები მოგივა თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენით უნდადავკმაყოფილდე… რა თქმა უნდა ვაგრძელებთ საჭირო თანხის შეგროვებას, რაც სიმართლე გითხრა შეუძლებელი მეგონა, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი, რომ დედამიწაზე ბევრი კარგი და კეთილშობილი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტერიტორიაზერომელსაც შეუძლია გულთან ისე მიიტანოს სხვისი ტკივილი, თავისად გაითავისოს და მარტო არ დატოვოს… მოკლედ, ამ დილა უთენია იმის თქმა მინდა რომ გირიცხავ 143538.5 ლარს და ზუსტად იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება! პ.ს. აბა ვნახოთ დილამდე კიდევ როგორ გაწვალებ “, – წერს სანდრო ელოშვილი.თი ბი სი – #GE32TB7609945061600014საქართველოს ბანკი – #GE54BG0000000161381454PayPal – paypal.me/AlexanderEloshviliპირადი ნომერი: 01017019229 ალექსანდრე ელოშვილი

ბოლო სიახლეები