ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: ახლა სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან შეწყალების შემთხვევაში ის საპყრობილიდან ვერ გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ და ანიშნა, რომ ლიდერად ჩამოყალიბების პოლიტიკური მომავალი მას აღარ გააჩნია. მიზეზად კი, დეპუტატი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დარჩენილ მცირე დროს ასახელებს.

დიმიტრი ხუნდაძე შეეხო ასევე ექსპრეზიდენტის შეწყალების შესაძლებლობას და განმარტა, რომ ზურაბიშვილი ამ დისკრეციას ვერ გამოიყენებს, რადგან მიხეილ სააკაშვილი ერთ განაჩენზე შეწყალების შემთხვევაში, სხვა მიმდინარე საქმეების გამო, კვლავ საპყრობილეში დარჩება.

„ზურაბიშვილის მომავალი არის 5-კვირიანი. დღეს პარასკევია, იყო 6 და დარჩა 5 პარასკევი, ისე რომ მას არავითარი პერსპექტივა ამ კუთხით დროშიც აღარ ესახება. მაგრამ, ის საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი რომ არ იყო, ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამოჩნდა. მას რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებს. თუმცა, ამისთვის მას დრო უბრალოდ არ რჩება. ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ პირველი, რატომაც არ გააკეთა ეს, იყო ის, რომ თვითონ უნდა შემდგარიყო ლიდერად, რაც ვერ მოხერხდა. ახლა სააკაშვილის შეწყალებას აზრი არ აქვს, რადგან შეწყალების შემთხვევაში ის საპყრობილიდან ვერ გამოვა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სგპ ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავდა 3 ადამიანი, 7 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

სტამბოლის მალთეფეს რაიონში 7-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ქვედა სართულების ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, შვიდი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შენობის ჩამონგრევა. ხელისუფლებამ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია, ნინო გულბანმა პირველი შეხვედრა მოიგო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სენეგალელ დაკოსტას მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ნინო გულბანმა (70 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ჩინელ მეტოქეს სძლია და შემდეგ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელ მაია გოშენს შეხვდება.მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი შეხვედრა დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა ლუკა მაისურაძე (90კგ). 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი 1/16-ფინალში სერბ ბორის რუტოვიჩთან დამარცხდა.შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია – „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში III საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - გაიმართა. ღონისძიებამ სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების მკვლევრებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე კვლევითი შედეგებისა და გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონფერენციის ძირითადი მიზანი სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ერთ სივრცეში გაერთიანება, თანამედროვე კვლევითი მიდგომებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარება, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის პროფესიული და სამეცნიერო კავშირების განვითარება იყო.საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა. მისი თქმით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია აკადემიური და სამეცნიერო დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ვიცე-რექტორმა ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები მნიშვნელოვნად ამაღლებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს ახალ ასპარეზს უხსნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.კონფერენციის სამუშაო სესიები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით და მულტიდისციპლინური კვლევების ფართო სპექტრს მოიცავდა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა წარმოადგინეს თავიანთი ახალი კვლევები და აქტუალურ გამოწვევებზე იმსჯელეს, მოხსენებებსა და დისკუსიებში განიხილეს საინჟინრო განათლების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიების, კიბერ-კომუნიკაციის, სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების აქტუალური საკითხები.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა სამეცნიერო მოხსენებებს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები საინჟინრო განათლების, ქართული სახელმწიფო ენის, ტექნოლოგიური განვითარების, კლინიკური მონაცემების ანალიზის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართულებით.კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა ონლაინ სამუშაო სესიებს, რამაც სამეცნიერო დისკუსიებსა და თემატურ სესიებში უცხოელი მკვლევრების ჩართულობის შესაძლებლობა გააფართოვა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის დამატებითი სივრცე შექმნა.სტუ-ის ინფორმაციით, III საერთაშორისო კონფერენციის - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ - წარმატებით ჩატარებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში. ღონისძიებამ ხელი შეუწყო უცხოელ პარტნიორებთან აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებასა და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში წარმოჩენას.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე წირვას, თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში აღავლენს.„ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის (ვერაზე მდებარე) ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები