სამშაბათი, მაისი 13, 2025

დიმიტრი ხუნდაძე: ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული

რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გამანადგურებელი ომის დაწყება ახლო აღმოსავლეთში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო ართულებს. შესაძლოა ისრაელი, როგორც მეორე ფრონტი, ომის რომელიმე სცენარში იყოს გაწერილი, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები ჰქონდეს. ეს ნათელი გახდება ყველასათვის ახლო მომავალში.

განსაკუთრებით მძიმეა ის ფაქტი, რომ ტერორიზმის ასეთ გაძლიერებას ვხედავთ. დღეს ისრაელს დაარტყეს, ხვალ შეიძლება სხვა ქვეყანა აღმოჩნდეს მათი სამიზნე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტერორიზმი გარდა კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნებისა, ბრძოლის იარაღად რელიგიას იყენებს. არადა, ყველა რელიგია მხოლოდ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მე-20 საუკუნის ბოლოდან გააქტიურებული ტერორიზმი დღემდე მსოფლიოს პრობლემად რჩება. უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერი იქმნება. ტერორიზმის მომზადებას უდიდესი კაპიტალი სჭირდება. ფაქტია, მსგავს ტერაქტებს, რაც ისრაელში განხორციელდა, დიდი დაფინანსება სჭირდება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია მსოფლიოს თანამეგობრობამ დაიწყოს ბრძოლა არა მხოლოდ ტერორისტების წინააღმდეგ, არამედ, მათი დამფინანსებელი ჯგუფების ან სახელმწიფოების წინააღმდეგაც. ყველანი ვხვდებით, რომ ტერორიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. სანამ პოლიტიკა მსოფლიოს გარკვეულ წერტილებში ტერორიზმის ენით გვესაუბრება, მანამ ამ მსოფლიოს სიმშვიდე ვერ ექნება.

მათ შორის, სიმშვიდე ვერ იქნება საქართველოშიც. ალბათ ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ რა ნებისყოფა და გონიერება სჭირდება დღეს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რეგიონი ცეცხლშია გახვეული. ომის გაჩაღება ჩვენთან გარკვეული სახელმწიფოების და პოლიტიკური პარტიების ინტერესებში შედის როგორც შიდა ოპოზიციის ნაწილის, ასევე მათი მხარდამჭერი გარე ძალების მხრიდან.

რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი ნახევარზე მეტ მსოფლიოს უშუალოდ შეეხო. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ფართო მასშტაბებს არ შეიძენს და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი მსოფლიო ამ გამოწვევას გაუძლებს“, – წერს ხუნდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა თურქ კოლეგასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა მის თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.„საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივასთან, 15 მაისს სტამბოლში უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არსებობს თუ არა „დაწყევლილი დღეები“ და რატომ არ მღვდლები ჯვარს წყვილებს გარკვეულ თარიღებში

ბევრი წყვილი, რომელიც ქორწილისთვის ემზადება, ეგრეთ წოდებული „დაწყევლილი დღეების“ კონცეფციას წააწყდება ხოლმე - თარიღები, რომლებიც ქორწინებისთვის საშიშად ან არახელსაყრელად ითვლება. ეს შეხედულებები ხშირად მისტიციზმითაა მოცული და შიშს იწვევს, რომ ასეთ დღეებში დაქორწინება ოჯახურ ცხოვრებას უბედურს გახდის. თუმცა, რამდენად გამართლებულია ეს შეშფოთება მართლმადიდებლური სარწმუნოების თვალსაზრისით? გავიგოთ, თუ რას კრძალავს სინამდვილეში ეკლესია და რატომ არის მნიშვნელოვანი ტრადიციებსა და ცრურწმენებს შორის განსხვავების დადგენა.რა ნიშნავს „დაწყევლილი დღეები“ - მითი თუ რეალობა? ტერმინს „დაწყევლილი დღეები“ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის ექსკლუზიურად პოპულარული გამოთქმა, რომელიც წარმოიშვა ეკლესიის წესების არსის არასწორად გაგების შედეგად.ეკლესია არასდროს იყენებს ასეთ ტერმინებს და არც ერთ დღეს არ მიიჩნევს მისტიკურად საშიშად. ქორწილებზე შეზღუდვები მხოლოდ ლიტურგიკულ კალენდარსა და სულიერ დისციპლინას უკავშირდება.როდის არ ტარდება ქორწილი: ოფიციალური შეზღუდვები მართლმადიდებლური ეკლესია ადგენს მკაფიო პერიოდებს, როდესაც ქორწილები არ ტარდება. ეს დღეები დაკავშირებულია მარხვასთან და მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებთან:მრავალდღიანი მარხვები - დიდი მარხვა, პეტრე - პავლობის მარხვა, მიძინების მარხვა და შობის მარხვა.ოთხშაბათი და პარასკევი ყოველ კვირას ტრადიციული მარხვის დღეებია.დიდი დღესასწაულის წინა დღეს - მაგალითად, შობა, აღდგომა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები.შეზღუდვების სულიერი მნიშვნელობა ეკლესია დიდმარხვას ლოცვის, სინანულისა და შინაგანი განწმენდის პერიოდად მიიჩნევს. ქორწილი სიყვარულისა და სიხარულის ზეიმია, რომელიც განსაკუთრებულ სულიერ დამოკიდებულებასა და ჰარმონიას მოითხოვს.  ქორწილი წინასწარ უნდა დაგეგმოთ ისე, რომ ის დაემთხვეს ეკლესიის კალენდრის ხელსაყრელ დღეებს და საშუალება მოგცეთ, სრულად გაამახვილოთ ყურადღება ქორწინების კავშირის სიხარულზე.ცრურწმენები და რწმენა: რა უნდა ახსოვდეთ ახალდაქორწინებულებსგავრცელებული რწმენა, რომ „უიღბლო“ დღეს დაქორწინება ოჯახს უბედურებას მოუტანს, გავრცელებული ცრურწმენაა. ეკლესია ხაზს უსვამს, რომ ქორწინებაში ნამდვილი კეთილდღეობა დამოკიდებულია არა ქორწილის თარიღზე, არამედ მეუღლეების გულწრფელ რწმენაზე, სიყვარულსა და ქრისტიანულად ცხოვრების სურვილზე.

ChatGPT-ის მკითხაობის შემდეგ, საბერძნეთში ქალი ქმარს დაშორდა

საბერძნეთში ქალმა ქმართან განქორწინება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ChatGPT-მ ყავის ნალექზე მკითხაობისას კაცი სავარაუდო ღალატში ამხილა.მედიის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალმა ოჯახის მომავლის გაგება გადაწყვიტა. მან ყავა მოიდუღა, ნალექის ფოტოები კი ChatGPT-ში ატვირთვა და ხელოვნურ ინტელექტს მათი ინტერპრეტირება სთხოვა.ChatGPT-მ ივარაუდა, რომ მომავალში მისი ქმარი ახალგაზრდა ქალს გაიცნობს და ცოლს უღალატებს. ხელოვნურმა ინტელექტმა ნალექში შესაძლო საყვარლის ინიციალებიც კი გამოყო. ამის შემდეგ ქალმა ქმარი სახლიდან გააგდო, 3 დღის შემდეგ კი განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.„მე ამ ყველაფერზე მეცინებოდა, თუმცა ჩემმა ცოლმა ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. წასვლა მთხოვა, ჩვენს შვილებს კი უთხრა რომ ვშორდებით. შემდეგ ადვოკატმა დამირეკა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უბრალო ლაპარაკი არ იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოტენციურმა მოღალატემ.წყვილი ერთად 12 წლის განმავლობაში იყო.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ChatGPT ოჯახის დანგრევის მიზეზი ხდება. მანამდე ამერიკაში ქალმა 20-წლიანი ქორწინების შემდეგ მიატოვა ქმარი ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობის გამო. ქალი ამტკიცებდა, რომ სწორედ ხელოვნურ ინტელექტთან იგრძნო პირველად რას ნიშნავს, როცა ვიღაცას უყვარხარ.

სეტყვა და ძლიერი ქარი კახეთში – დაიტბორა სახლების პირველი სართულები და დაზიანდა ვენახები

სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა.ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი ქარი და სეტყვა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო სანიაღვრე არხებმა, რის გამოც სოფელ მატანსა და ჩაჩხრიალოში  დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები.ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

გაეცანით, როდის გაიმართება ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი

დღეს, 23:00 ევროვიზია 2025-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება.მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.სცენაზე ასევე წარდგება „დიდი ხუთეულის” ორი ქვეყანა: იტალია, ესპანეთი და მასპინძელი – შვეიცარია.შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია 15 მაისს, ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალურ შოუზე მე-10 ნომრად წარდგება.წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. ლაივ შოუს ყურებას 1TVPLAY-ზეც შეძლებთ.კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ.2025 წლის კონკურსს სამი წამყვანი ეყოლება. ჰეზელ ბრუგერი და მიშელ ჰუნციკერი 13 და 15 მაისს ნახევარფინალურ შოუებს წარუძღვებიან, ფინალურ შოუზე კი მათ სანდრა სტუდერიც შეურთდება.2025 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას 37 ქვეყანა მიიღებს. ის St. Jakobshalle-ის დარბაზში გაიმართება, რომელიც 12 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

ბოლო სიახლეები