ორშაბათი, აპრილი 6, 2026

დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტს გენდერული კვოტირების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტს გენდერული კვოტირების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში თავი იჩინა არაერთმა შემთხვევამ ოჯახში ძალადობისა და ქალზე ძალადობის მიმართულებით. ეს ფაქტი შეიძლება ადრე უფრო დამალული იყო, მაგრამ დღეს უფრო თვალსაჩინო გახდა და ბევრი ტრაგიკული შემთხვევის მომსწრე გავხდით. ბუნებრივია გენდერული კვოტირება პირდაპირ არ უკავშირდება ამ საკითხს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკური ელიტის მხრიდან, რომ მთელ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ პრობლემას – ქალთა დისკრიმინაციის საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და მიგვაჩნია, რომ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა არის არა მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხი იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და თუნდაც ფემინიციდის კუთხით საქართველოში არსებობს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას

ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე არ გადავიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მაქსიმალურ ძალისხმევას სწევენ, რათა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ საქართველოს იმიჯი და მისი წინსვლა დააზიანონ.„ამას პრაგმატულად ვუყურებთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკური მიზანი უმაღლეს დონეზეა გაცხადებული. ვხედავთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით პოზიტიური ნაბიჯები იდგმება და ამ პროცესს მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ დონეზე იყოს აყვანილი და ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ქვაკუთხედი ამ გზაზე სიარულისას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ზურაბ ნოღაიდელი – შენიშვნებს ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს დამიძახებს ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008 წელს მიწაზე ფორთხავდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, შენიშვნებს ვერ მისცემს და მოღალატეს ვერ დაუძახებს სააკაშვილი, რომელიც, მისივე განმარტებით, არის „ლაჩარი და 2008 წელს მიწაზე ფორთხავდა“.„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც მიწაზე ფორთხავდა 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს და ვერც მოღალატეს დამიძახებს. მთავარსარდალი უნდა დაიცვან, ოღონდ ღირსეული მთავარსარდალი“, – აღნიშნა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.კითხვაზე, – „სააკაშვილი არ იყო ღირსეული?“ – ნოღაიდელმა უპასუხა: „არა, არ იყო. 2008-ში აღარ იყო ღირსეული. მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა“.თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.

ილჰამ ალიევი – ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო

ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებაში. საკითხები, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან და ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.„ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება – მეგობრული, მეზობლური, ძმური ურთიერთობების საფუძველზე ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს.ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას მიღწეულ წარმატებებს. საქართველო დინამიკურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა. თქვენ შექმენით ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რათა კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ალიევმა.ამასთან, მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიკურად.„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების დაურღვევლობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც. ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე გადავხედე საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს – ქვეყანაში მილიარდობით დოლარი იხარჯება, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები გვაძლევს ამის იმედს. წლის ბოლოსთვის რამდენიმე მილიარდს გადავაჭარბებთ. საინვესტიციო კლიმატი გვაძლევს ამის საშუალებას, ბიზნესგარემოს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს – 3.6 მილიარდი დოლარია უკვე ჩვენი ქვეყნიდან საქართველოში ინვესტირებული“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.„ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე და ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე, რომლის მორიგი სხდომა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება.შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას მდგომარეობის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისთვის“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ქართულ ოცნებაში“ დაუდასტურეს.შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართება.აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი დღეს დაიწყო.

ბოლო სიახლეები