კვირა, ივნისი 22, 2025

დიმიტრი სამხარაძე რომეო მიქაუტაძეზე: ვიღაც “ჩინოვნიკუშკამ” გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული, კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი!

ბრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას, რომელიც, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.

“ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო, ქვეყანა გააძლიერო, დაიცვა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს!? მასე სად არის კაცო! ყველას მოეკითხება, ვინც კი ოდესმე რამეში არის შემჩნეული, იმედი არ ჰქონდეს არავის, რომ ხელს ვინმე დააფარებს! კანონის წინაშე ყველა თანასწორი და ვალდებულია, მითუმეტეს პოლიტიკოსი! დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალი და რაც მთავარია, პატიოსანი და სუფთა ხალხი! არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ რამე ბინძური მოგვცხოს!” – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.„მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისი“ დატოვა – მიზეზი საომარი ვითარებაა

გიორგი გევლესიანმა „პერსეპოლისი“ ირანში არსებული საომარი მდგომარეობის გამო დატოვა – ინფორმაციას ირანული გამოცემა eghtesadazad-ი ავრცელებს.„ირანული გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს. ამჟამად არსებულმა სამხედრო ვითარებამ უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების ყოფნის შესაძლებლობა თითქმის ნულამდე შეამცირა. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ უცხოელმა მოთამაშემ ან მწვრთნელმა ჩვენს ქვეყანაში წასვლა მოისურვოს.ცნობილი გახდა, რომ ირანულ ფეხბურთსა და „პერსეპოლისში“ მრავალწლიანი ასპარეზობის შემდეგ ქვეყანა და გუნდი გიორგი გველესიანმა დატოვა. ის კარგად იცნობს ქვეყანაში არსებულ ცხოვრების პირობებს.ვრცელდება ხმები, რომ ზოგიერთი ლეგიონერი – და მათ შორის გველესიანი – გუნდებს დაუბრუნდებიან, როდესაც ვითარება შეიცვლება. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და ამჟამინდელ სიტუაციაში ვინ მოვა და ვინ წავა, ამის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი“, – წერს ირანული გამოცემა.გიორგი გველესიანმა საკლუბო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო. შემდეგ ირანში გადავიდა, სადაც თამაშობდა „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ , „სეპაჰანში“ და ბოლოს – „პერსეპოლისში“.

საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 37 პირი შეიწყალა.საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 29 არასაპატიმრო და ხუთ საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო სამ პირს მოეხსნა ნასამართლობა.„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.შემთხვევა ბრაზილიის სანტა კატარინას შტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა.შტატის გუბერნატორის ცნობით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა.გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ – პაველ ჰერჩინსკი სამ პრობლემას ასახელებს

ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, შეხვედრაზე, რომელიც 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება, საქართველოზეც იმსჯელებენ და სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ. ამის შესახებ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა."ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ , თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.პირველი - ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე - ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.მანამდე ევროკავშირის ელჩმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში განმარტა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ევროკავშირი რამდენიმე თვეა განიხილავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება, სანქციების შემოღებასთან შედარებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა, რომელიც წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერას მოითხოვს.

ბოლო სიახლეები