ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

დიდ დიღომში ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო სასაწყობე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის გავრცელების საფრთხის მოხსნა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 21 ერთეული სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანი თურქეთის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.„ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული საშუალება ,,კეტამინის“ შემცველი სითხე აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა პლასტიკის ბოთლებში განთავსებული 9 ლიტრამდე ,,კეტამინის“ შემცველი სითხე.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს – „საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.„ირანის რეჟიმის მობილური რაკეტების გაშვების შესაძლებლობების განადგურებისთვის ძალისხმევა გრძელდება. ჩვენ ამ საფრთხეებს ვპოულობთ და სასიკვდილო სიზუსტით ვანადგურებთ“, – აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის დაწყება მარტივია, დასრულებაა – რთული, რა შეიძლება მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას- ირანის ელჩი ალი მოჯანი მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება

„დაუმთავრებელი ომები იმ წუთიდან იწყება, როცა წარმოუდგენიათ, რომ ისინი მხოლოდ ორ დღეს ან ოთხ კვირას გასტანს“.ისტორიამ მრავალგზის დაგვანახა ეს შეცდომა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს გახლავთ: თუკი გუშინ ახლო აღმოსავლეთში ომის ხანძარი აგიზგიზდა, რა მოხდება ხვალ? შესაძლოა ამ ომის ხანძარი მისწვდეს ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ჩრდილოეთ აფრიკას ან უფრო შორეულ რეგიონებს? ასეთ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ეს რეგიონები მოკლე დროში დაცარიელდეს სამხედროების, ხალხისა და ტურისტებისგან? გასული ათწლეულების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ომის დაწყება იოლია, მაგრამ მისი დასრულება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. ეს არ გახლავთ მხოლოდ სამხედრო საკითხი. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის ინტერესებს, მსოფლიოს ეკონომიკას, საერთაშორისო ვაჭრობას, გადაზიდვასა და მსოფლიოს არაერთი რეგიონის სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეებისა და ტურისტების ატლანტის ოკეანის გადაღმა ტრანსპორტირება შესაძლებელია, რას იზამს ისრაელი ამ რეგიონების მოსახლეობასთან? წაიყვანს თუ არა მათ სახლში, რათა თავშესაფრებში ირანულ რაკეტებს დაელოდონ? გაოცებული ვარ, რეგიონში მყოფი ისრაელელი დიპლომატები რატომ არ იძლევიან საკუთარ საკონტაქტო ნომრებს? ნუთუ ომის გეოგრაფიის გაფართოების შიშით თვითონ ადრევე დატოვეს ეს რეგიონები? რას ნიშნავს მათი სიჩუმე? საიდან მოხვდნენ ხალხში? სიმართლეს მომავალი დღეები გამოავლენს. ისტორიის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სწორედ ესაა: ნებისმიერი ომის დაწყებამდე, მის დასრულებაზე უნდა ვიფიქროთ''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

საქართველოს საგარეო უწყება – რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.“დღეს, რიადიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციში.

ბოლო სიახლეები