პარასკევი, ივნისი 20, 2025

დიდი თამაშეები თუ…ილონ მასკი რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – დუმის ვიცე-სპიკერი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ამერიკელი მეწარმე ილონ მასკისთვის ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების შესახებ თხოვნა. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადისლავ დავანკოვმა განაცხადა, მის სიტყვებს NEWS.ru ციტირებს.

ამის შესახებ პარლამენტარმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასკმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ისინი უნდა ეპატიოს.

„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ ყოველთვის დაველოდებით მას; ის ძალიან მაგარია თავისი ტექნოლოგიითა და ხედვით“, – განმარტა დავანკოვმა.

პოლიტიკოსმა დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ თვეში უნდა მოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთში მეწარმე და მილიარდერი ილონ მასკის მამა, ეროლი, ჩავიდა. ის აღფრთოვანებული იყო მოსკოვით და აღნიშნა, რომ რუსეთის დედაქალაქის შედარება ძველ რომთან შეიძლება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი რეპრესიული იარაღი “ქართული ოცნების” ხელში – ლევან სანიკიძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", ლევან სანიკიძე ეხმაურება ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს. ლევან სანიკიძე არაკონსტიტუციური ქმედებაზე საუბრობს."მორიგი დრაკონული კანონი, ასე ვიტყოდი, იმიტომ, რომ, მე როგორც ვიცი, განიხილება რომ ოჯახის წევრებისგანაც მოხდეს ზიანის ანაზღაურების ამოღება და პასუხისმგებლობის დაკისრება ოჯახის წევრებზე, რაც არის არაკონსტიტუციური ქმედება პირდაპირ. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი რეპრესიული იარაღი "ქართული ოცნების" ხელში, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის ფორმად ან რუსთაველის გამზირზე დადიან, ან საჯარო განცხადებებს აკეთებენ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და შემდგომ აჯარიმებენ, მათ მიმართ ანგარიშსწორების დამატებითი ბერკეტი ჰქონდეთ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.დღეიდან, პარლამენტი იმ ცვლილებების განხილვას იწყებს, რომელიც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ეხება. "ქართული ოცნების" ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებები 5 კანონში შედის.საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დანაშაულის შედეგად დაზარალებულს ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს, ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე მისი ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვაც, ასევე დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც.

სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს – შსს-ს ინფორმაციით, საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა. საქმე 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხება, რა დროსაც შსს-ის ინფორმაციით, დათაშვილმა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა. უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.დ., სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კახიანი “საფარის” არქივის განადგურებაზე – როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში

შემოსავლების წყაროების და საქმიანობის დამალვის მცდელობად აფასებს მმართველი გუნდი ბაია პატარაიას განცხადებას, რომელმაც ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორგანიზაცია "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია.საბაბად პატარაიამ ბენეფიციარების პირადი მონაცემების დაცვა დაასახელა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ, რადგან მათი დაფინანსება არასწორად იხარჯებოდა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არქივის განადგურება და ამისთვის არც სისხლის სამართლის დანაშაულს ერიდებიან."ის, რომ სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ამ ინფორმაციის განადგურებაზე და ასეთ ქმედებებზეა საუბარი სრულიად გაუგებარი არგუმენტებით, ეს ბევრ კითხვას აჩენს საზოგადოებაში. მათ ეს ფაქტი ახსნეს იმით, რომ თითქოს, ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რაც სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია, რადგან მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიღებს, არის კონფიდენციალური და პირიქით - კანონით ვალდებულება გააჩნია სახელმწიფო უწყებას, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს.ყველა შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. როდესაც, მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობს, რომ იქ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო, როგორც ჩანს, იმ ორგანიზაციის შიგნით. არადა, საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს სჭირდება ინფორმაცია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და შემდეგ, ეს ორგანიზაცია ვის უხდის ამ თანხებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ახალი კვლევა-კანაფის მოხმარება გულის დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის

ალბათ დროა, სერიოზულად გადავხედოთ დამოკიდებულება კანაფის მოხმარების მიმართ.ახალი კვლევის თანახმად, ამ ნარკოტიკის მომხმარებლებს ორჯერ მაღალი აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით სიკვდილის რისკი; ასევე მაღალია სხვა გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გვერდითი მოვლენების (MACE) საფრთხე.მსგავსი: მარიხუანას მოხმარება მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერებაკანაფი მსოფლიოს სულ უფრო და უფრო მრავალ ადგილას ხდება ლეგალიზებული, იზრდება მისი სამედიცინო და რეკრეაციული გამოყენება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო ახლო მონიტორინგი სჭირდებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. ახალი კვლევის ავტორებს, ტულუზის უნივერსიტეტის ჯგუფს სურდა უფრო დეტალურად შეესწავლა ჯანმრთელობის ის პოტენციური რისკები, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ცნობილი.ამისათვის მიმოიხილეს 2016-2023 წლებში გამოქვეყნებული 24 კვლევა, რომლებიც ჯამში 200 მილიონ ადამიანს ეხებოდა. საბოლოო ჯამში, კანაფის მოხმარების გამო 29 პროცენტით იყო გაზრდილი მწვავე კორონალური სინდრომი (გულში სისხლის მიმოქცევის შემცირება), 20 პროცენტით ინსულტი და 100 პროცენტით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა.„შედეგები ცხადყოფს დადებით კავშირებს კანაფის მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა ძირითად გვერდით მოვლენებს (MACE) შორის. ასეთმა შედეგებმა უნდა წაახალისოს კანაფის მოხმარების კვლევა ყველა იმ პაციენტში, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა სერიოზული დარღვევები აქვთ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კვლევას თან ახლდა გარკვეული შეზღუდვები. მიმოხილული კვლევები განსხვავდებოდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ განსაზღვრავდნენ ისინი კანაფის მოხმარებას, ეფუძნებოდა თვითმოხსენებას და არ ზომავდა ნარკოტიკის გამოყენებას დროთა განმავლობაში. ამის გამო, ეს კვლევები სტატისტიკურად ნაკლებად ძლიერია.მკვლევრები ასევე მიუთითებენ მიკერძოების მაღალ რისკზე, რასაც შესწავლილ კვლევათა უმეტესობა შეიცავდა და ამის მიზეზი ამ კვლევათა სტრუქტურირება იყო.ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კვლევას არ უჩვენებია პირდაპირი მიზეზი და ეფექტი, აჩვენა მხოლოდ ასოციაცია. შესაძლებელია, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში როგორც კანაფის მოხმარებას, ისე გულის ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს სხვა ფაქტორები, რომლებიც ამ კვლევებში შესწავლილი არ ყოფილა.მიუხედავად ამისა, კვლევის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა დიდი რაოდენობა კანაფის რეალურ მოხმარებასთან დაკავშირებით, ამ მოსაზრებას იზიარებს. ამას გარდა, ამ კვლევაში შესულია უფრო ბევრი ახალი მონაცემი, ვიდრე სხვა კვლევებში და ამავე დროს, ცნობილია ისიც, რომ დროთა განმავლობაში იცვლება კანაფის მოხმარება და შემადგენლობა.ეს კი უკვე საკმარისია, რათა საჭირო გახდეს ჯანმრთელობის შესაძლო რისკების უფრო სიღრმისეული შესწავლა.„ამ ნარკოტიკის ლეგალიზებამ და სამედიცინოდ გამოყენებამ მთელ მსოფლიოში, სავარაუდოდ წვლილი შეიტანა კანაფის ზოგადი აღქმის სიღრმისეულ ცვლილებაში და მისი მოხმარების საერთო ზრდაში. შედეგად, მომხმარებელთა პროფილები და მოხმარების ჩვევები ახლა სიღრმისეულად სხვაა, ვიდრე 2010-იან წლებში იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შეიმჩნევა კანაფის ძლიერი პროდუქტების მოხმარების ტენდენცია, იმატებს დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაციაც.დამატებითი კვლევები ნამდვილად საჭიროა, არა მხოლოდ იმის განსასაზღვრად, განაპირობებს თუ არა ჯანმრთელობის ამ რისკებს კანაფში შემავალი ასეულობით ქიმიური ნაერთი, არამედ იმისთვისაც, აქვს თუ არა გავლენა კანაფის სხვადასხვა ფორმით მიღებას, მაგალითად, შესასუნთქის ან საკვების სახით.წინა კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ როგორ ზრდის ეს ნარკოტიკი კიბოს რისკს, მნიშვნელოვნად ცვლის დნმ-ს. იმ გავლენით, რაც მას თავის ტვინზე აქვს, კანაფი ასევე შეიძლება იწვევდეს ფსიქოზს.ახალ კვლევას თან ახლავს სარედაქციო წერილი, რომლის ავტორები არიან სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგები — სანტონ გლანცი და ლინ სილვერი. მათი მტკიცებით, კანაფის მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რისკების შესახებ ხალხის განათლების მხრივ, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაში მოხდა.„კერძოდ, კანაფს თამბაქოსავით უნდა მოვეპყროთ — არ უნდა მოხდეს კრიმინალიზება, მაგრამ დავიწყოთ საწინააღმდეგო კამპანია, როგორც ეს სიგარეტის შემთხვევაშია“, — წერენ ისინი.კვლევა ჟურნალ Heart-ში გამოქვეყნდა.მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

პაატა სალია – 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს კითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ გამოყენებული არაპროპორციული ძალა და რა იყო ამის მიზეზი

20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს შეკითხვები და გამოძიება ნათელს მოჰფენს, იყო თუ არა ძალა არაპროპორციულად გამოყენებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.როგორც სალიამ აღნიშნა, ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმის გამოძიების უფრო ეფექტურად ჩატარების შესახებ.„20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს აქვს, უფლება გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და შესაბამისად პოლიციის წარმომადგენლებზე. ეს ცალსახად ხაზგასმულია და, ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად ჩვენც ვეთანხმებით. საუბარი არის სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებისა, გამოიყენოს ძალა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე ან სხვა სახელმწიფო შენობებზე თავდასხმისას, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს, თუ რა იყო ის მიზეზები, იყო თუ არა პროპორციულად ძალა გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ბოლო სიახლეები