ქნესეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.
მინისტრები ახალ კანონთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ და ისრაელს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
მათივე აზრით, ახალი კანონი „მნიშვნელოვნად გააფართოებს“ სასჯელის დაკისრების შესაძლებლობებს. მინისტრებმა სიკვდილით დასჯა შეაფასეს, როგორც „სასჯელის არაადამიანური და დამამცირებელი ფორმა“.
„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ კანონის ფაქტობრივი დისკრიმინაციული ხასიათით. მისი მიღება დემოკრატიული პრინციპების მიმართ ისრაელის ვალდებულებებს საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქნესეთსა და მთავრობაში, უარი თქვან ამ გეგმებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. კანონს მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.

