ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

დიდი ამბავია — აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ხომალდმა, რომელიც ბაჰრეინში, აშშ-ის საზღვაო მხარდაჭერის ბაზა NSA Bahrain-ზე იყო განლაგებული, დატოვა პორტი

დიდი ამბავია — აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ხომალდმა, რომელიც ბაჰრეინში, აშშ-ის საზღვაო მხარდაჭერის ბაზა NSA Bahrain-ზე იყო განლაგებული, დატოვა პორტი.
ამჟამად აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ოპერაციების ზონაში (AOR) მოქმედებს მინიმუმ ერთი საზღვაო სანაპირო თავდაცვის საბრძოლო გემი (LCS), ოთხი ნაღმების საწინააღმდეგო გემი (MCM), ასევე სპეციალური ოპერაციების მხარდაჭერის ხომალდი M/V Ocean Trader — ყველა ხომალდმა ბაჰრეინის პორტი უკვე დატოვა და სავარაუდოდ, მალე ჩაერთვებიან ფართო მხარდამჭერ ოპერაციაში, რომელსაც მოსალოდნელია, რომ ირანის წინააღმდეგ დაიწყებს აშშ-ს სამხედრო ძალები.
წყარო : World Military / ანალიტიკა
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ცაჰალი“: ისრაელმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში სამხედრო ბაზა დაბომბა და ხუთ ვერტმფრენი გაანადგურა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ქალაქ ქირმანშაჰში მდებარე სამხედრო ბაზა დაბომბა, რის შედეგადაც ხუთი შემტევი ვერტმფრენი განადგურდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.ისრაელის თავდაცვის არმიის მტკიცებით, განადგურებულია AH-1 ტიპის ვერტმფრენები.„ცაჰალის“ განცხადებით, ისრაელური თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში დილიდან დაფრინავენ და სამხედრო მიზნებს ეძებენ.

ევროპარლამენტში სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა პატიმრობაში მყოფი პირების მხარდამჭერი ბანერები გაშალეს

დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმეზე, დებატები გაიმართება.სხდომის დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ, მალგოჟატა გოშევსკამ, პეტრას აუსტრევიჩუსმა და სხვებმა პატიმრობაში მყოფი პირების – მათე დევიძის, მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერები გაშალეს.ცნობისთვის, ევროპარლამენტში დებატებზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციები განიხილება, ხოლო კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისისთვის არის დაგეგმილი.ფოტოს Euroscope ავრცელებს.

თეა წულუკიანი – დაიბადა ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა გააკეთებს იმას, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.წულუკიანის თქმით, მომავალი თაობა იბრძოლებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს.„დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები. მათ იციან, რა არის შავი და რა არის თეთრი, ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ. ის თაობა, რაც მათ მოასწრეს, შეცვალეს და დღეს გარეთ ყვირიან, „ნაცების“ მობრუნების მცდელობას უწყობენ ხელს. ამის ფონზე, დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეტს იბრძოლებს, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს. თავისი თავი ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი. ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ რეალობა აღდგეს. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა პარლამენტში ამას გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, რადგან ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე“, – განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი ტყემალაძე – წლების წინ გვქონდა ამბიცია, რომ ავტობუსების პარკი სრულად განახლებულიყო, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც – დღეს ეს უკვე რეალობაა

ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ეს შესრულებულია, - ამის შესახებ ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებისას განაცხადა.გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებას წარუდგინა ბოლო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ, რომ დედაქალაქს 10 სატრანსპორტო დერეფანი ექნებოდა და დღეს ეს ყველაფერი დასრულებულია. გვაქვს შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დავაკავშიროთ ყველა დიდ გამზირს. ეს არეალი კრავს ყველა რაიონს ერთმანეთთან. საუბარია 12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც კიდევ უფრო კომფორტს ქმნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლისთვის. წლების წინ გვქონდა ამბიცია, თუმცა იყო გარკვეული შიშებიც, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა ავტობუსების პარკის განახლება. დღეს კი უკვე რეალობაა და 900-ზე მეტი ახალი ავტობუსი გვყავს. ასევე, ბოლო წლების დაპირება იყო 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა და ესეც შესრულებულია. ასევე, გვაქვს მიკროავტობუსების განახლებული პარკი“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.რაც შეეხება მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, მისი თქმით, მეტროს დაემატა 27 ერთეული ვაგონი; კაპიტალურად შეკეთდა 138 ერთეული ვაგონი; რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მეტროსადგურებს „გოცირიძე“ და „ავლაბარი“; გაფორმდა ხელშეკრულება 12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად.ვიცე-მერის თქმით, უახლოეს მომავალში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება და მეტროს 111 ერთეული ახალი ვაგონი დაემატება.ამასთან, გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა ინტეგრირებული ტარიფისა და უფასო სამგზავრო აბონემენტის პროექტზეც, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა.„საკმაოდ მნიშვნელოვანია ინტეგრირებული სატარიფო სისტემის დანერგვა, რაც ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდის ერთ აბონემენტში გაერთიანებას გულისხმობს. მთაწმინდის საბაგირო არის ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილი და სავიზიტო ბარათი. დღეს უკვე საბაგიროც ინტეგრირებულია სატრანსპორტო სქემაში და ესეც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

დღეს სულამანიძე იუბილარია და მსოფლიოს ჩემპიონობას შეუტევს!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში იასპარეზებენ.100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბოლო სიახლეები