სამშაბათი, ივლისი 8, 2025

დესტაბილიზაციის საფრთხე – არის მცდელობა მე-2 სერიაში „პრეზიდენტის ფანჩატურს“ სააკაშვილი ჩაუდგეს სათავეში

მიხეილ სააკაშვილს შეუქმნეს გარკვეული წინაპირობა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც, რომ ოპოზიციამ დაივიწყოს თავისი სახელი, თავისი იდეოლოგია და რაღაც გაუგებარ ჯგუფში გაერთიანდნენ, ხოლო მეორე სერიაში მათ სათავეში ჩაუდგება იგივე მიხეილ სააკაშვილი – ასე ეხმაურება Newshub.ge-თან  საუბრისას პარლამენტის ვიცესპიკერი არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიაში ჩართვას აპირებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას, სადაც ის ამბობს, რომ რჩება უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ და თავის დროზე ბიძინა ივანიშვილიც იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის ეს განცხადება უსინდისობაა. მისივე თქმით, ივანიშვილს პოლიტიკური დევნის ნიადაგზე შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა და სააკაშვილისგან განსხვავებით, მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს.

„უსინდისობაა ასეთი შედარების გაკეთება. ცდილობს იმის გადაფარვას, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისგან განსხვავებით, პოლიტიკური დევნის ნიადაგზე შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა,. მიხეილ სააკაშვილი კი არის ადამიანი, რომელმაც თვითონ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს სამარცხვინოდ გამოიყურებოდა მაშინაც და დღესაც. ის მაშინ  იყო ყოფილი პრეზიდენტი, რაც განსაკუთრებით ამძიმებს მის ამ გადაწყვეტილებას.

მეორე საკითხი – მისი გადაწყვეტილება პარტიის ბორდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საზოგადოებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის პარტია და ეს ერთი კაცი, მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დროს აანონსებს, რომ სათავეში ჩაუდგება ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მისმა დანიშნულმა კაცებმა ჩამოართვეს მას თანამდებობა და გადავიდნენ მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფა-განაწილებაზე. ეს, რა თქმა უნდა, სააკაშვილში უკმაყოფილებას იწვევს და ის არათანმიმდევრული, სენსაციური განცხადებებით ცდილობს, დარჩეს მედიის ზედაპირზე.

ნდობას, რომელიც ნულოვანია სააკაშვილისა და მისი პარტიის მიმართ, კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებს ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები”, – აცხადებს სააგენტოსთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი..

არჩილ თალაკვაძის თქმით, სააკაშვილი და მისი ლობისტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის პოლიტიკაში დააბრუნონ და ამისთვის არც დესტაბილიზაციის მოწყობას მოერიდებიან.

„ქვეყანაშია ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც დესტაბილიზაციას ცდილობს. მეორე მხრივ, სააკაშვილი და მისი ლობისტები, ყველაფერს აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ მომავალშიც იმისთვის, რათა როგორმე მიხეილ სააკაშვილი დააბრუნონ ქართულ პოლიტიკაში. ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მათ შორის, არც პოლიტიკურ დესტაბილიზაციას.

დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული ძალა, რომელიც მცდელობას არ აკლებს, რომ  როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, არიოს პოლიტიკა და ამღვრეულ წყალში, არჩევნების გვერდის ავლით სცადოს ხელისუფლებაში დაბრუნება.

რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ მცდელობები გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში დაბრუნებისას, მას შეუქმნეს კიდეც გარკვეული წინაპირობა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კი, რომ ოპოზიციამ დაივიწყოს თავისი სახელები, თავისი იდეოლოგია და გაერთიანდნენ ერთ რაღაც გაუგებარ ჯგუფში. მეორე სერიაში მათ სათავეში უნდა ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილი“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდს და წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა ამასთან, სააკაშვილმა თქვა, რომ ის „რჩება უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უახლესი ცნობები კლინიკიდან-როგორია თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე რეანიმაციაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა დადებითია.შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში გუშინ დილით გადმოიყვანეს. ყოფილ მაღალჩინოსანს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში, კერძოდ ფილტვში აქვს.სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ ბრალს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. პოლიციამ ალექსი ახვლედიანი გუშინ დააკავა და ამ დრომდე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში მოხდა - საგარეჯოში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის 115-ე და 238-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-თან ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავლისა და მისი მოსახლეობის გადასახლებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ხედვას „ბრწყინვალე“ უწოდა.ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ განაცხადა.„ამას ეწოდება თავისუფალი არჩევანი. ადამიანებს დარჩენა თუ უნდათ, შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ თუ წასვლა უნდათ, უნდა შეძლონ წასვლა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ღაზა „ციხესიმაგრეს“ არ უნდა ჰგავდეს, არამედ „ღია ადგილი“ უნდა იყოს, რათა ადამიანებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეთ.„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან ძალიან მჭიდროდ, რათა ვიპოვოთ ქვეყნები, რომელთაც სურთ, განახორციელონ ის, რასაც ყოველთვის ამბობენ – პალესტინელებისთვის უკეთესი მომავლის მიცემა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, მანამდე, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ინიციატივა ღაზაში მცხოვრები დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელის დროებით ან მუდმივად მეზობელ ქვეყნებში – ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლების შესახებ.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელმა მისი მოკვლა სცადა

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ისრაელი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ფეზეშქიანმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს განაცხადა.„კი, ისინი ცდილობდნენ. შესაბამისად მოიქცნენ, მაგრამ ვერ შეძლეს“, – აღიშნავს ირანის პრეზიდენტი.ჟურნალისტის კითხვაზე, იყო არა ამაში ირანის პრეზიდენტი დარწმუნებული, ფეზეშქიანმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, ეს არ იყო შეერთებული შტატები, რომელიც ჩემი სიცოცხლის წასართმევას ცდილობდა… ეს იყო ისრაელი. მე ვიყავი შეხვედრაზე… ისინი ცდილობდნენ იმ ადგილის დაბომბვას, სადაც ჩვენ ვატარებდით შეხვედრას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა აღნიშნული სავარაუდო მკვლელობის მცდელობის თარიღი და არც ის, მოხდა თუ არა ეს ბოლოს მიმდინარე კონფლიქტის დროს. ირანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა „არ ეძებს ბირთვულ იარაღს“ და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ, რომ „1984 წლიდან შექმნა ცრუ მენტალობა, რომ ირანი ეძებს ბირთვულ ბომბს“.ფეზეშქიანის თქმით, ისრაელმა „ყველა ამერიკელ პრეზიდენტს თავში ეს აზრი ჩაუნერგა“ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფეზეშქიანმა კარლსონს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „ვერ ხედავს პრობლემას“ ბირთვულ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან კვლავ ჩართვაში, თუმცა მოითხოვს ნდობის აღდგენას.„არის პირობა. მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებისთვის. როგორ ვენდო ხელახლა შეერთებულ შტატებს?“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

„წალკაში, დაბმულ ქალს 9 წელი აუპატიურებდნენ, შვიდი შვილი გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე ტრეფიკინგის საქმეზე

თამუნა მუსერიძე უმძიმეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბრობს.„წალკაში 9 წელი ქალი ჰყავდათ დაბმული; 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი. ცხრა წლის განმავლობაში გააჩენინეს შვიდი შვილი, რომელიც გაყიდეს. ქალი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა წამოიყვანა საქართველოში. ეს იყო ჩემთვის ბრაზის, ზიზღის, დაუცველობის შეგრძნება ერთად. ამ ქალს ამ უბედურებას ვუკეთებდით ქართველები. ყველა ბავშვი ვიპოვეთ — არც ერთს არ უნდა დედასთან ურთიერთობა, სცხვენიათ დედის ისტორიის...“ — ამბობს თამუნა მუსერიძე.

თეთრი სახლის ცნობით, სტივ უიტკოფი ღაზის საკითხზე მოლაპარაკებების წინსვლის მიზნით დოჰაში გაემგზავრება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირის განმავლობაში დოჰაში გაემგზავრება, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მუშაობა განაგრძოს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„სტივ უიტკოფი აპირებს მიმდინარე კვირაში დოჰაში გამგზავრებას, სადაც დისკუსიებში განაგრძობს ჩართულობას. კატარელები და ეგვიპტელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში მედიაციისთვის“,- აღნიშნავს თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი.მისივე თქმით, ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს და ლივიტი „ჰამასს“ მოუწოდებს, იგივე ნაბიჯი გადადგას.მანამდე, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ დადებითად პასუხობენ წინადადებას, თუმცა სამი პუნქტი შეიტანეს, რომლის მიღებაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარს ამბობს.

ბოლო სიახლეები