კვირა, თებერვალი 8, 2026

დევნილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი 53 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ ზუგდიდისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები დაათვალიერეს.

სოზარ სუბარი ზუგდიდში, იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრო.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახები 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ამასთან, სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

სამინისტროს ცნობით, 2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445 ოჯახის განსახლება, ამ ეტაპზე, 70-მდე სახლი უკვე შესყიდულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდებადავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს.„ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობენ ჩვენს ოჯახებს ფული წაართვან, რათა კიევის გადასცენ. ბრიუსელი ოჯახების პრიორიტეტად დაყენებას ერესს უწოდებს. ჩვენ ამას ჯანსაღ აზრს ვუწოდებთ“, – განაცხადა ორბანმა.ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც მშვიდობისკენ არის მიმართული.„წარმატებული დიპლომატია ნიშნავს მეგობრობის დამყარებას, არა კონფლიქტების ესკალაციას. ვიდრე სხვები აბრკოლებენ, პრეზიდენტი ტრამპი განაგრძობს მუშაობას მშვიდობისთვის. უნგრეთი სიამაყით დგას შეერთებული შტატების გვერდით მშვიდობის მხარეს“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ

კაცმანის სხვა პოდკასტში“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მერაბ შარიქაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.„არამორაგბე ვერასდროს ვიქნები“, „მაინც იგივენაირად მტკივა“, „ციხე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე დოპინგი“, „იმპულსური გადაწყვეტილებები  არ უნდა მიიღო“, „წაგება არ შემიძლია, წაგება იმდენად არ მიყვარს, რომ მაგის ხათრით მიყვარს მოგება“, – ამბობს მერაბ შარიქაძე გადაცემის ანონსში.

ტელეფონის სქროლვის მოყვარულებს ექიმი ახალი დაავადების შესახებ აფრთხილებს

სმარტფონის ნეკის სინდრომი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელსაც ზოგიერთი ექსპერტი ტრავმად აფასებს, ზოგი კი მას ნამდვილ დაავადებას უწოდებს. ეს ხდება იმ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულები არიან სმარტფონის ხშირ სქროლვას, როცა ნეკა თითით ტელეფონი ქვემოდან უჭირავთ. შედეგად, თითი დეფორმირდება და ტკივილსაც კი იწყებს. რევმატოლოგმა განმარტა, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ უჩვეულო დაავადებამ.„რა თქმა უნდა, სმარტფონის ნეკის სინდრომი რეალურია. თუ არის ძლიერი და მუდმივი ერთფეროვანი მოძრაობები, ბუნებრივია, აქ შეიძლება განვითარდეს ცვლილებები მყესში. ისინი შეიძლება ამოტრიალდეს და იქ გამოჩნდეს ზოგიერთი კვანძი. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ტელეფონს ყოველდღე ერთი და იგივე თითით დაიჭერთ", - თვლის ექსპერტი.ექიმის აზრით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი დაავადება გამოჩნდეს. თუმცა, სმარტფონის ნეკი თითის სინდრომი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს უფრო საშიში, ვიდრე სხვა მსგავსი დაავადებები, როგორიცაა სტენოზური ლიგამენტიტი. ასეთი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ხელების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრევენცია. სხვა შემთხვევებში გამოიყენება ქირურგია და ხელის ოპერაციები მარტივი ნამდვილად არ არის.„ამისთვის საჭიროა ქირურგიული ჩარევა, თუმცა დასაწყისისთვის შეგიძლიათ სცადეთ მყესების გასწორება და ანთების მოხსნა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, თუ სახსრები დაზიანებულია“, - გვირჩევს რევმატოლოგი..

ბოლო სიახლეები