https://www.youtube.com/watch?v=Qes6cDyOhcA
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, დედის დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი გაავრცელა. მეხანძრე-მაშველები დედებს 3 მარტს ულოცავენ და მადლობას უხდიან.
დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს. დასავლეთის ქვეყნებში ეს დღე 11 მაისს აღინიშნება.