ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

დედის დღეს მეხანძრეები ქალებს ვიდეორგოლით ულოცავენ

https://www.youtube.com/watch?v=Qes6cDyOhcA

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, დედის დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი გაავრცელა. მეხანძრე-მაშველები დედებს 3 მარტს ულოცავენ და მადლობას უხდიან.

დედის დღე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს 46-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს. დასავლეთის ქვეყნებში ეს დღე 11 მაისს აღინიშნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვიქტორ ორბანი – ვულოცავ ალისა ვეიდელს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას, შეიკარით ღვედები, ეს მხოლოდ დასაწყისია

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და პარტიის ლიდერ ალის ვაიდელს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.Fidesz-ის ლიდერის თქმით, ულტრამემარჯვენე პარტიის გუშინდელი გამარჯვება გერმანიისთვის და ევროპისთვის უდიდესი ღამე იყო.„ვულოცავ ალისა ვეიდელს, ულრიხ ზიგმუნდს და მთელ AfD-ს საქსონია-ანჰალტში დამაჯერებელ გამარჯვებას! შეიკარით ღვედები. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ვიქტორ ორბანი.ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – ხმების 43.8%-ით დაიკავა. მათ 83 მანდატიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის. 

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ

ევროკომისიაში მიგრაციულ კრიზისებთან ბრძოლის ახალ ზომებზე მუშაობენ. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ინიციატივა გამონაკლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების წესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროკომისია მიგრაციულ კრიზისებზე რეაგირებისთვის ზომების პაკეტზე მუშაობს. ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივლისის ბოლოს მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში ათიათასობით მიგრანტი ჩავიდა.გამოცემის ცნობით, მიგრაციული ნაკადების კონტროლის საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში გამოსვლის მთავარი თემაც იქნება.ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ათიათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში ზღვით ჩავიდა. კრიზისის ფონზე მადრიდმა ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების ჩართვა გადაწყვიტა. ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში ჩასული მიგრანტების რაოდენობა 80 ათასს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული მიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე რამდენიმე დღეში დააბრუნეს მაროკოში.ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში ხუთი ათასამდე მიგრანტი რჩება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ირაკლი კობახიძე – ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია, მათთვის მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს.„შუა დერეფნის წარმატება და მისი პოტენციალის სრულად ათვისება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტიანად ვაკავშირებთ ჩვენს ინფრასტრუქტურას და სატრანსპორტო სისტემებს. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და ივნისიდან სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება.ამ ძალისხმევის ცენტრში დგას ადამიანური კაპიტალი. ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია. მზად ვართ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომავალშიც აქტიური წვლილი შევიტანოთ შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების გაძლიერებაში.განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობას და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვას. საქართველო რჩება საერთაშორისო სამართლისა და წესებზე დაფუძნებული საზღვაო წესრიგის ერთგული. საქართველომ საზღვაო ტრანსპორტის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების დანერგვას განაგრძობს. მჯერა, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს პარტნიორობის გაძლიერებას, რეგიონული კავშირების შემდგომ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოსთვის, შავი ზღვის რეგიონისა და მთლიანად შუა დერეფნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინასწარი შედეგებით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის პარტიამ – 17.2%

წინასწარი შედეგები მიხედვით, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა.ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა.გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა.ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) ხმების 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.პარტია „ბსვ“-მ (BSW) ხმების 5.3% მიიღო და პარლამენტში ხუთი ადგილი დაიკავა.არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალი იყო და 77.8% შეადგინა.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს.ირაკლი კობახიძის განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ ყველა პირველკლასელს მიეცემა შესაძლებლობა, დარგოს საკუთარი ნერგი და ჩაერთოს მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში.როგორც პრემიერის განკარგულებაშია ნათქვამი, პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ მიზანია, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ხელი შეეწყოს ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენის ზრდის მხარდაჭერას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას და მდგარდი განვითარების პრინციპების დამკვიდრებას. ასევე, პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართულობით, დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობები, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები.ამასთან, როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, გარემო პირობების, კლიმატური სარტყელისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით მოხდება ნერგების სახეობების შერჩევა და განისაზღვრება დარგვის ოპტიმალური პერიოდები/ვადები.მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე სივრცეების ზრდას; ჰაერის ხარისხისა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესებას; ნიადაგის დეგრადაციის პრევენციას; გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ბუნების მიმართ ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას.დოკუმენტის მიხედვით, პროგრამას განახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით.„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი, მის მიერ განსაზღვრული უწყების საშუალებით; უზრუნველყოფს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას, მათ შორის, ნერგების შესყიდვასა და ტრანსპორტირებას იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე, სადაც დაიგეგმება გამწვანების ღონისძიებები; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსების მოძიებას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამიდან; პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის უზრუნველყოფს საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვას/განხორციელებას; უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების მონიტორინგს; უზრუნველყოფს პროგრამის ძირითადი მიზნების ინტეგრირებას ქვეყნის გრძელვადიან გარემოსდაცვით, კლიმატის ცვლილებისა და ტყის აღდგენის სახელმწიფო პოლიტიკასთან.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს პირველკლასელთა ჩართულობას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში, მათ შორის, მათი ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, განსაზღვრავენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იმ ტერიტორიებს, სადაც განხორციელდება ნერგების დარგვა; უზრუნველყოფენ ნერგების დარგვისათვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელებას; უზრუნველყოფენ ნარგავების შემდგომ მოვლა-პატრონობას“, – ნათქვამია განკარგულებაში. 

ბოლო სიახლეები