„დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ღონისძიების გარეშე აინთება“ – ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები ღონისძიების გარეშე აინთება – კახა კალაძე

“სასტიკად დაიჟინა, რომ სიცოცხლე უნდა” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის საზოგადოების დახმარება სჭირდება
6 წლის მახარე ყვავაძეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მახარეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი მიმდინარე წლის ზაფხულში დაუსვეს.
თავდაპირველად, საქართველოში მკურნალობდა, თუმცა ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, მდგომარეობა დამძიმდა.
მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ტრანსპორტირება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ოჯახმა ის თურქეთში წაიყვანა, მკურნალობა კი ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ საზოგადოების თანადგომის გარეშე, არაფერი გამოვა.
მახარეს შესახებ მისი ოჯახის წევრი, ლანა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიან ვერიდებოდი მსგავსი ფოტო/ვიდეოების ჩემი მხრიდან გავრცელებას, მინდოდა გაგფრთხილებოდით, ისედაც ყველამ ვიცით-ახლა რას გავდივართ, არ მინდოდა უფრო დამემძიმებინეთ, მაგრამ ვერ გამომდის.ვერ გამომდის, რადგან დანის (მახარეს) მამამ ორთვენახევრის წინ რკინის ქალამნები ჩაიცვა და მას შემდეგ უდიდესი ძალისხმევით უმკლავდება ამ ყველაფერს,უძლებს და თან გზად უამრავი ამბის ჩამოტოვება უწევს. ჩვენც ყველა ჩვენი მხრივ ვცდილობთ შევეხიდოთ ამ დიდ ბრძოლაში და ყველამ ჩვენი წილი “რკინის ქალამნები” ვატაროთ.ადრე ერთი ძალიან კარგი ადამიანისგან მოვისმინე, შენს შვილს რომ დასჭირდეს, რკინას კბილებითაც დაფლეთო, ჰოდა ახლა ვნახე-რას ნიშნავს რკინის კბილებით დაფლეთა. ამ წლებს უკან რომ მოვიტოვებთ, დანი (მახარე) ძალიან ამაყი იქნება მამამისით და იმასაც მიხვდება, რომ მასზე უკეთესი მეგობარიც არავინ ეყოლება ცხოვრებაში.ჩემი დანი (მახარე) კიდევ რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილა!!!სულ ვეუბნებოდი-ნუ ხარ ჯიუტი, ნუ იჟინებ ყველაფერს-მეთქი და თურმე რა კარგია, ასეთი ჯიუტი რომ არის და ასე სასტიკად დაიჟინა რომ სიცოცხლე უნდა!და მე ზუსტად ვიცი, რომ აქ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს და არ არსებობს ბ ვარიანტი!ამიტომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ამ უდიდეს ბრძოლაში დანისაც (მახარე) და გიასაც (მახარეს მამა).პოსტის გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია.მიმღები: პაატა ქურციკიძე (ბიძა)პირადი ნომერი: #41001015926თიბისი ბანკი: #GE14TB7263736010300007საქ. ბანკი: #GE88BG0000000027396100მიმღები: გიორგი ყვავაძე (მამა)თიბისი ბანკი: #GE42TB7799245068100039
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ...
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერვე მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ.„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში.მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ, რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად - ტყუილი, სად არის სამართლიანობა და სად - უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს.საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“, მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ. უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების სახით. როდესაც ჩვენ ამ საფრთხეზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად დაიჯერებდა ხალხი ამ სიმართლეს. მაგრამ მოხდა საოცრება - პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით უფრო გაუჭირდა ამ სიმართლის მიღება, ვიდრე ქართველ ხალხს. საზოგადოება ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საფრთხე კარს იყო მომდგარი და, როდესაც რეალური ინფორმაცია მიიღო, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ხალხი გადაწყვეტილებებს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არა ევრორეზოლუციების ან ევრობიუროკრატების განცხადებების გავლენით,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დონალდ ტრამპი – არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან, ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეცნო კრიტიკოსებისა და ოპონენტების განცხადებებს, რომლს მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.„თუკი ასეა, ეს ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა არ მჯერა, მსგავსი რამ საერთოდ ხდება. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, თანაც, ძალიან სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა.
„სიენენი“ – ილონ მასკმა რესპუბლიკურ პარტიას, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი შესწირა და კვლავ მათი ყველაზე მსხვილი დონორი გახდა
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ზაფხულიდან მოყოლებული, ნოემბერში დაგეგმილი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის რესპუბლიკელებისთვის, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გამოყო, რითაც კვლავ რესპუბლური პარტიის ყველაზე მსხვილ ცნობილ დონორად იქცა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მასკის მთავარმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, America PAC-მა ეს მონაცემები დაადასტურა. ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასკის ბოლო შემოწირულობების უდიდესი ნაწილი – 158 მილიონი დოლარი Senate Leadership Fund-ს მოხმარდა. ეს სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების მხარდამჭერი უმსხვილესი პოლიტიკური კომიტეტია.„სიენენის” ცნობით, ამჟამად ორგანიზაცია დიდ თანხებს ხარჯავს ტეხასის შტატში სენატის მანდატის შესანარჩუნებლად. სწორედ ამ შტატში ცხოვრობს მილიარდერი და აქ მდებარეობს მისი კომპანიების ქარხნები და სათავო ოფისები.
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.მისი თქმით, ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კალასის აღიარება უნდა მოისმინოს.“ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს: ფაქტია, რომ ევრობიუროკრატიისთვის უკრაინა და საქართველო სხვისი ხელით გველის დაჭერის მცდელობაა”,- წერს ცოტნე ანანიძე.ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია.
