პარასკევი, მარტი 28, 2025

დაჩი ცაგურია: ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები, პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში – აქ ვნახე პირველად, “ტიკ ტოკერი” მეომრები

„ვერც აწი იზამენ ეგენი ვერაფერს. აწი უფრო და უფრო ვეღარ იზამენ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება სამყარო და როგორ იცვლება მსოფლიო. იგივე ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ვხედავთ, იქ რა ხდება. რა ხდება ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ჩვენი ქვეყნის იყო ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, უკრაინის ფრონტზე. როცა ადამიანებმა აქ მოდაში შემოიღეს ვითომ ომში წასვლა, იქ „სელფების“ გადაღება და „ტიკ ტოკში“ ბრძოლა და აქ პროვოკაცია რომ მოუწყვეს ჩვენს ქვეყანას, რომ აბა, არიქა ომში მინდა წასვლა და არ მიშვებენ და საქართველოს ხელისუფლება თითქოს არ უშვებს. სხვათა შორის სამი წელი გავიდა, ომი მიდის და ვერ ჩააღწიეს უკრაინამდე. ვინც იქ იყო აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ პროვოკაციაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო დაგეგმილი მონაწილეობდა, არც ერთი მათგანი ინტერვიუებს ვინც აძლევდა არ ჩასულა უკრაინაში საომრად. ჩვენ ვხედავდით ეს რატომაც კეთდებოდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოეწყოთ პროვოკაცია. თორემ ნებისმიერი მათგანი, ხვალ მოვიდეს ჩემთან და მე დავეხმარები და ჩავიყვან იქ, რა პრობლემაა?!

ჩვენ ვნახეთ ომში გამდიდრებული სატელევიზიო მებრძოლები. ადამიანები, რომლებსაც პირში კბილი არ ჰქონდათ, ახლა ჰოლივუდის ღიმილით გვერთვებიან პირდაპირ ეთერებში. ომში გასუქებული კაცი აგერ, ახლა აქ ვნახე პირველად, ეს ჩვენი „ტიკ ტოკერი“ მეომრები.

წარმოიდგინეთ, ახლა მაგათ ჭკუაზე რომ გაევლო საქართველოს ხელისუფლებას, დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. მილიონი ადამიანი არის ამ ომში გარდაცვლილი და დასახიჩრებული და არც ერთ ამ სატელევიზიო მებრძოლს ეკალიც კი არ შერჭობია. ანუ ესენი იყვნენ მიზანმიმართული პროვოკატორები საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, ჯგუფურ ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება შეინახოს

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინახოს Signal-ის ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება.როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინარჩუნოს Signal-ის ჩატში 11 მარტიდან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

მწერენ ფართოდ გაახილე თვალებიო…ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები-თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ლანა, რომელიც კადრებში ხშირად ჩანს და მარიამს უვლის მხოლოდ მისი მეგობარია.ამასთან, დავითის თქმით, ლანა მარიამის დეიდაშვილია და მასთან ერთად ამიტომ იმყოფება თურქეთში.„თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია.ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები.დიდი მადლობა მაგრამ ვმეგობრობთ მე და ლანა…და ცოტა უხერხული ხომ არ არის მსგავსი კომენტარები თქვენი მხრიდან?ვიცი რომ ყველაფერი კარგი გინდათ ჩვენთვის მარა…“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.ნახეთ ვიდეო.

„როიტერის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები, კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.

ბოლო სიახლეები