საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სწორედ ამ პროგრამაზე და მის პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან.